კოსმოსურ ცივილიზაციებთან რომ გააფორმოს კონტრაქტი თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე, მათ არაფერი უშველით – ნათელაშვილი ივანიშვილს და მის გუნდს მიმართავს

„კარგი ამბები მოდის ოკეანის იქიდან“ — ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის კონგრესში მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის საერთაშორისო კავშირებს ეხება. ამის შეასხებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ნათელაშვილის განცხადებით, კონგრესმა მხარი დაუჭირა ორ აქტს, რომლებიც “ქართული ოცნების” შესაძლო კავშირების შესწავლას ითვალისწინებს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, ხოლო ეს […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით ისევ მყარდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0723 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0779 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას – კობახიძე კითხვაზე: როდის დატოვებს თანამდებობას

ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას: “როდის მოვა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო?” მისივე თქმით, ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს გუნდი. „ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს […]

Continue Reading

საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდა

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 8 პირს – ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა. რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა. […]

Continue Reading

მოსკოვი მზადაა გააფართოოს თანამშრომლობა თბილისთან, რომელიც ევროპის დიქტატს ეწინააღმდეგება

მოსკოვი ღიაა თბილისთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება ევროპულ დიქტატს საგარეო პოლიტიკაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, მტკიცე არჩევანი გააკეთა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაბრუნების სასარგებლოდ. მხოლოდ ეს ფაქტიც კი მიუღებელს ხდის თბილისისთვის თავისი საგარეო პოლიტიკის ევროპულ კურსთან შესაბამისობაში მოყვანას. […]

Continue Reading

აშშ-ის საზღვაო ძალების საბრძოლო ცენტრის თანამშრომელს ზვიგენი დაესხა თავს

აშშ-ის საზღვაო ძალების საბრძოლო ცენტრის 30 წლის სამოქალაქო თანამშრომელს ზვიგენი დაესხა თავს პანამა-სიტიში, ფლორიდა. ინციდენტი შესვენების დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი და მისი კოლეგა ყურეში ბანაობდნენ.ზვიგენმა დაზარალებულს ორივე ხელის მძიმე დაზიანებები მიაყენა. ის ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია და სამედიცინო პერსონალი მას სპეციალიზებულ ტრავმის ცენტრში გადასაყვანად ამზადებს. ბაზის მეთაურმა ტრისტან ოლივეირამ დაადასტურა ინციდენტი და განაცხადა, რომ დაზარალებულის ოჯახს […]

Continue Reading

გახდება თუ არა რიკოთის მაგისტრალი ფასიანი? – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტება

ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება – ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი: „მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა“

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის და ჩვეულებრივად გრძელდება მუშაობა. მისივე თქმით, „ოპოზიციური ალიანსის“ სტრატეგიას და წესებს ვინც არ იზიარებს, ის ავტომატურად არის გარეთ. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი თვეა, არცერთ შეხვედრას არ დასწრებია, არღვევს წესებს და ბუნებრივია, ალიანსს მიღმაა. „რაც შეეხება ალიანსს, […]

Continue Reading

ბელფასტში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სუდანელი ლტოლვილი ადგილობრივს დანით დაესხა თავს

ბელფასტში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სუდანელი ლტოლვილი ადგილობრივს დანით დაესხა თავს. გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც 30 წლის სუდანელი თავშესაფრის მაძიებელი ბელფასტის მაცხოვრებელს დანით ესხმის თავს. რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც The Guardian იუწყება, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არეულობაში გადაიზარდა. ხალხის ბრბომ, მათ შორის ნიღბიანმა მამაკაცებმა, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და სახლებს […]

Continue Reading

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვაგონები დაემატება

აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზაფხულის სეზონზე ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელს დამატებითი ვაგონები დაემატება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დღესასწაულებისა და არდადეგების პერიოდში, ბაქოდან 11 ივნისიდან და თბილისიდან 12 ივნისიდან გამავალ მატარებლებს დამატებითი ვაგონები დაემატება, რაც მგზავრთა გადაყვანის გაზრდის საშუალებას იძლევა. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 6 წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისს აღდგა.

Continue Reading