რუსეთი ზემო ლარსზე სომხური კონიაკით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებს

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს ერევნის ღვინის, არყისა და კონიაკის ქარხნის, „არარატის“ ბრენდის კონიაკით დატვირთული სატვირთო ავტომობილები, დაახლოებით, ერთი თვეა, დგანან. საუბარია, დაახლოებით, ორ ათეულ სატვირთო მანქანაზე. ამის შესახებ მძღოლებმა shamshyan.com-ს განუცხადეს. მათი ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მათ საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯეს და ამჟამად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. NEWS.am-ს „არარატის“ ქარხნის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონიაკის […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილი – საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ – იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს, – ასე ეხმაურება […]

Continue Reading

ინციდენტი თვითმფრინავში – მგზავრმა 9000 მეტრის სიმაღლეზე Boeing 787-ის კარის გაღება სცადა

ბოგოტა-ფრანკფურტის ავია რეისის მგზავრმა 9000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ფრენის დროს Boeing 787-ის კარის გაღება სცადა. RMF24-ის ცნობით, 33 წლის მამაკაცი მოულოდნელად კარს მიუახლოვდა და კარის დაეჯაჯგურა. ეკიპაჟის  მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა ამის კეთება, ის კარის გაღებას მაინც ცდილობდა. ეკიპაჟმა და ორმა მგზავრმა მისი შეჩერება მოახერხეს. საჭირო გახდა მამაკაცის ფრენის დასრულებამდე შეკავება. ამ დროისთის სხვა დეტალების შესახებ […]

Continue Reading

თბილისში შესაძლოა ე.წ. Yellow box-ები დაინერგოს

თბილისში გზაჯვარედინებზე იგეგმება ე.წ. Yellow box-ების, საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაავალა. Yellow box-ი გზაჯვარედინის მონიშნული ზონაა, რომელშიც ავტომობილმა არ უნდა შეაღწიოს, თუ წინ გასასვლელი თავისუფალი არ არის და არსებობს რისკი, რომ მანქანა გზაჯვარედინზე გაჩერდება და სხვა მიმართულებით მოძრაობას გადაკეტავს. […]

Continue Reading

ხატია დეკანოიძე: „დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს სანქციები დაუწესდეთ“

მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებსა და მორიგი რეზოლუციის […]

Continue Reading

ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს

არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება“. „ჩვენ ჩვენი […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში რეგულარის ფასი 4 ლარს გადასცდა – რა ღირს საწვავი დღეს

საწვავი კვლავ გაძვირდა. 2 დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, რეგულარის ღირებულებაც 4 ლარს გადასცდა და 4.02 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი – 4.62 ლარია, ხოლო პრემიუმის – 4.29 ლარი. აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ […]

Continue Reading

რკინიგზაში 1100 ადამიანის ოპტიმიზაციამ 25 მილიონი ლარი დაზოგა – ირაკლი კობახიძემ რკინიგზაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდე სხდომაზე საქართველოს რკინიგზის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია“. მანვე აღნიშნა, რომ განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია – 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა. „ეს თანხები მთლიანად იქნება […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი. „2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი კომპანია და ავია მიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ჯამურად, 8.5 […]

Continue Reading

რუსეთში შავ ჭირთად დაკავშირებით “ლელო” ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს – “დაუყოვნებლივ ჩააბაროს მოსახლეობას ანგარიში – იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით!”

გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს, ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო – საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე […]

Continue Reading

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პატიმარი ამბობს, რომ გეგუთის ციხეში პირი ამოიკერეს – “მიზეზი დირექტორის მხრიდან ტერორია”

ქუთაისელი პატიმარი ლევან გულუა გეგუთის მე-14 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას მასზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს – პატიმარი „ინფო იმერეთს“ დაუკავშირდა და თავისი პრობლემების გასაჯაროება სთხოვა. როგორც ლევან გულუა ამბობს, გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი მას პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას და თანამშრომლობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი შეურაცხყოფას აყენებდნენ. გეგუთის ციხის ბინადარი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტეს რაინში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°. ბათუმი:ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის […]

Continue Reading

7 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს პირველმოწამე თეკლას, მოციქულთა სწორის, ღირსი კოპრეს და წმიდისა ვლადისლავ სერბის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება […]

Continue Reading

“გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები” – სალომე სიმონია კრიხის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია კრიხის მთავარანგელოზის სახელობის X-XI საუკუნის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები. მის ფეისბუქ-პოსტში წერს: “° კრიხის ეკლესიაში იატაკზე მიმოფანტული კედლის ქვისა და კედლის მხატვრობის ნაწილები. ° გელათის გადახურვაში აღმოჩენილი ნაგავი და დაობებული ფრესკები. ° დანგრეული ზღუდერის ეკლესია. ° პატიმრების მდგომარეობა […]

Continue Reading

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიის მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2026 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, […]

Continue Reading

სამმა ქვეყანამ გაამკაცრა რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი “შავი ჭირის” სავარაუდო შემთხვევების გამო

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა გაამკაცრეს სანიტარული კონტროლი რუსეთთან საზღვრებზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ შესახებ, რომელმაც იმსხვერპლა 28 წლის ლაბორატორიის ტექნიკოსი ირკუტსკის რეგიონში ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში. ამის შესახებ სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. „ყაზახეთში სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მიღებულია პრევენციული ზომები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სანიტარული და საკარანტინო კონტროლი ხორციელდება“, – განაცხადა […]

Continue Reading

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, ასევე, ყოფილი ჟურნალისტი. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა – […]

Continue Reading

7 ოქტომბრის ვალუტის კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9263 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9169 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ჰერჩინსკი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს

ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მასწავლებლის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. ელიჩის განცხადებითვე, მას მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება აქვს, რადგან მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ. SANGU აჩვენებს, რომ […]

Continue Reading

შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემთხვევაში, აშშ მზად არის რუსეთს დაეხმაროს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, ირკუტსკში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემდეგ რუსეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთიდან ფილტვისმიერი ჭირის გავრცელების რისკთან დაკავშირებით ტრამპი ამბობს, რომ თეთრი სახლი მეტად ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენას. “მას პნევმონიას უწოდებენ. იცით, წლების წინ პნევმონიის მკურნალობა უფრო ადვილი იყო. მიკრობები და ბაქტერიები გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ,“ […]

Continue Reading

ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს – როდის დაიწყება შემოდგომის თბილი დღეები?

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ცალკეულ რაიონებში კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რუსეთიდან საქართველოში შემოღწევის ალბათობა მცირეა

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ […]

Continue Reading

რუსეთთან პრემიერის ყოფილი სპეცწარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატო-ში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; […]

Continue Reading

ვის გაეზრდება ხელფასი იანვრიდან – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდი 395 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1 735 ლარი გახდება. [შედარებისთვის, 2026 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო – 1 600 […]

Continue Reading

15 წლის სკოლის მოსწავლე დანით თავს დაესხა მოსწავლე გოგონებს

სტამბოლის ბაშაკშეჰირის რაიონში, 15 წლის გოგონა შეიხ შამილ იმამ ჰატიპის სკოლის ტერიტორიაზე დანით თავდასხმა სხვა მოსწავლეებს – იტყობინება თურქული მედია. თავდამსხმელი, სხვა სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, შენობაში შესულ გოგონებს დაესხა თავს. დაცვის თანამშრომელმა სწრაფად გჰააუვნებელყვეს თავდამსხმელი, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. დაშავებულთა რიცხვი ზუსტდება: სტამბოლის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ხუთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რაიონის მერი […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ბორია, მოდი აქ – პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის

ბორია მოდი აქ! – პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ წერილში აცხადებს. მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს ბრაზილიასთან და მის დაკავებულ პრეზიდენტთან ბოლსონაროსთნ, რომლის ვაჟიც დღეს ბრაზილიაში იყრის კენჭს და სააკაშვილის თქმით, […]

Continue Reading

107 ადამიანი ქვეყნიდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 107 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის ზოგოერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13°, დღისით +20°; სოხუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

6 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა – პეტრეს და ანტონინეს. მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. მათ ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე

საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. უწყების […]

Continue Reading

ფინანსთა მინისტრის მოადგილე პენსიების 20 ლარიან ზრდაზე: “20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა”

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა შეკითხვას, რამდენად სამართლიანია, როდესაც პენსია 20 ლარით იზრდება და დეპუტატის ხელფასი 1000 ლარით. მისი თქმით, როგორც პენსია, ისე ხელფასი არსებული კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი. „სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს. თუმცა, ჩვენ დღეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დავიწყეთ. პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია […]

Continue Reading

მეუფე გიორგი – “ოჯახი და საზოგადოება ითხოვს ძალიან მარტივ რამეს გასაჯაროვდეს სრული ვიდეოჩანაწერი, ხმის თანხლებით, თავიდან ბოლომდე”

წმინდა სინოდის წევრი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი ციხეებში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ითხოვს, რომ “ნუ დააფარებენ ხელს სავარაუდო საზარელი დანაშაულის ჩამდენთ”. “2012 წლამდე ბევრ მეგობარს საკუთარი ხელით დავუხუჭე თვალები , წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლებს. ამიტომ განსაკუთრებით კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებაზე მაღლა დგება სისტემის დაცვა და სიმართლის […]

Continue Reading

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა – მედია

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა, – ინფორმაციას ამის შესახებ ამავე ციხის პატიმარი საბა სხვიტარიძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, “მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს – მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ […]

Continue Reading

სოფიო ხორგუანი – გიორგი დავითაძეს ესმის, რომ მისი ბრძოლა სხვა პატიმრების უფლებებისთვის ბრძოლაა – როგორც ჩანს, პენიტენციური დაუბრუნდა ძველ მეთოდებს

“გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა. როგორც მან პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე რამდენიმე პატიმარი შიმშილობს და ის “უცნაურ რიტუალი”, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკამერების ჩანაწერებშია, არაფერია თუ არა “ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. „საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ძალიან მტკიცედ აპირებს […]

Continue Reading

ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისთვის დაკისრებულ 5 მილიონიან გადასახადს მამუკა მდინარაძეს უკავშირებს. გელაშვილი „პირველებთან“ ამბობს, რომ ფულის გათეთრებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს „მდინარაძის ხუშტურებს“ უწოდებს. მისი თქმით, თავდაპირველად, დავის გაგრძელებას და ბოლომდე ბრძოლას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება და თანხის გადახდა არჩია. გელაშვილი ასევე ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ვენესუელაში […]

Continue Reading

გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა

Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. ცვლილებები „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო, ვისი ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა. მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ და 40 მილიონზე ავიდა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. გიორგი „ვილიარეალის“ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. Transfermarkt-ზე მასზე ძვირად მხოლოდ ალბერტო მოლეიროა შეფასებული 50 მილიონი ევრო. 25 […]

Continue Reading

ევროს ფასი ეცემა – ლარი გამყარებას განაგრძობს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9169 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9257 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“უსინათლო გამოასახლეს დღეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა” – აქტივისტი სალომე სიმონია

აქტივისტი სალომე სიმონია სოციალური ქსელის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დავალიანების გამო, უსინათლო გამოასახლეს. ის მოითხოვს, რომ გამოსახლებები და ადამიანების ქუჩაში დაგდება უნდა შეწყდეს. “უსინათლო გამოასახლეს დღეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა. 30 000 დოლარი აუღია ოჯახს კერძო მევახშისგან და ახლა 200 000 დოლარის დაბრუნებას სთხოვენ თურმე. მთავრობის არასწორი პოლიტიკის, ხშირად ავადმყოფობის, […]

Continue Reading

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. როგორც უწყება განმარტავს, “2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის […]

Continue Reading

„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ – ადვოკატი

მე-6 დაწესებულების მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო ციხის თანამშრომლებმა რეზინის ხელკეტებით სცემეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მისმა ადვოკატმა ანა აკოფოვამ განუცხადა. ადვოკატის თქმით, ის დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა ჩაჩანიძეს, რომელმაც უამბო, რომ ძალადობა 2 ოქტომბერს, მე-6 დაწესებულებაში მოხდა. აკოფოვას ინფორმაციით, პატიმარმა გიორგი დავითაძეს შეძახილებით გამოუცხადა სოლიდარობა, რის […]

Continue Reading

იუსტიციის მინისტრი – კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება

ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება – გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. „სახელმწიფო, იუსტიციის […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის (აღმოსავლეთ აფრიკა) ქალაქ არუშაში გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის […]

Continue Reading

კახა კალაძე ვალერი გელაშვილზე – ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ და ვერ მოიყვანთ მაგალითს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბიზნესი დაერეკეტებინოს, ვინმესთვის რამე წაერთმია

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტული ადამიანის ან ბიზნესის მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება ვერ და არ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობა ხელშეუხებელია, რაც მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. „საკითხს არ ვიცნობ და გამიჭირდება, რაიმე კონკრეტული ვთქვა, თუმცა […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში საწვავი 10 თეთრამდე კიდევ გაძვირდა და რეგულარიც 4 ლარს მიუახლოვდა – რა ფასებია დღეს

საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა. 3 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან10 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო დიზელის 5 თეთრამდე.   აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი. ამასთან, […]

Continue Reading

მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა

მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა. საქმე “სისხლი სამართლის კოდექსში“ ცვლილებას ეხება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ახალი 2261 მუხლის – “დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების“ დამატება და ამ ქმედებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იყო გათვალისწინებული. პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად 2019 წლის თებერვალში წარუდგინა. […]

Continue Reading

Flydubai-ს რეისის პილოტი თვითმფრინავით ბენ-გურიონის ტერმინალზე ვარდნას გეგმავდა – პირველად თავდასხმა ივლისში ბორტზე ნაცნობის ყოფნის გამო გადადო

დაკითხვისას, Flydubai-ს რეისის დაკავებულმა პილოტმა განაცხადა, რომ გატაცების შემდეგ, ის თვითმფრინავით თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე ვარდნას გეგმავდა. ამის შესახებ ისრაელის Channel 12-ის ჟურნალისტმა, ამიტ სეგალმა განაცხადა. სეგალის თქმით, მეორე პილოტს განზრახული ჰქონდა აეროპორტში რუტინული დაშვების მოჩვენებითი მიახლოება და ბოლო წუთს თვითმფრინავის ტერმინალისკენ მიმართვა, მაგრამ გატაცება დაშავებულმა ინდოელმა პილოტმა აღკვეთა, რომელმაც კაბინის კარის გაღება მოახერხა. იორდანიის თავზე […]

Continue Reading

Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს – შსს-მ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია […]

Continue Reading

დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად პროტესტის გამო 3 პატიმარი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად კიდევ სამმა პატიმარმა გამოხატა პროტესტი, რის გამოც ისინი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“. ომბუდსმენის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას, 3–4 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში. მათ მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და კიდევ სამი პატიმარი, რომლებიც […]

Continue Reading

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში 35 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებისას ავტომობილის სახურავზე ავიდა და იმუქრებოდა, რომ სამართალდამცველების მიახლოების შემთხვევაში თავს დაიზიანებდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ადგილზე პოლიციის მობილიზებაც ჩანს. საბოლოოდ სამართალდამცველებმა […]

Continue Reading