სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია კრიხის მთავარანგელოზის სახელობის X-XI საუკუნის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები. მის ფეისბუქ-პოსტში წერს:
“° კრიხის ეკლესიაში იატაკზე მიმოფანტული კედლის ქვისა და კედლის მხატვრობის ნაწილები.
° გელათის გადახურვაში აღმოჩენილი ნაგავი და დაობებული ფრესკები.
° დანგრეული ზღუდერის ეკლესია.
° პატიმრების მდგომარეობა ციხეში.
° მოხუცებისა და ბავშვების ყოფა.
° დაპირისპირებული საზოგადოება.
° პროპაგანდის აღვირახსნილობა.
° კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობი.
° გამდიდრებული ჩინოვნიკები.
° უსამართლო სასამართლო.
° ჩამოშლილი ინსტიტუციები.
° დემოგრაფიული კატასტროფა.
° ემიგრაციის მასშტაბები.
ფოტოზე კრიხის მთავარანგელოზის სახელობის X-XI საუკუნის ეკლესიაა. (ამბროლაური, სოფელი ზემო კრიხი)
გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები. ფოტოები იხ. კომენტარში.
თუ რამე ასახავს ქვეყნაში არსებული მდგომარეობის ტრაგიკულობას, თითქოს ამ ერთ ფოტოშია მოქცეული” წერს სალომე სიმონია.


