რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა – მედია

დღის სიახლეები სამართალი

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა, – ინფორმაციას ამის შესახებ ამავე ციხის პატიმარი საბა სხვიტარიძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო,

“მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.

პატიმარმა ვენები გადაიჭრა

გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს – მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.

პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.

პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო – ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!

ასევე სახახლო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!

ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი” – ამბობს პატიმარი.

ტვ პირველი

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *