ზოგიერთ ქსელში რეგულარის ფასი 4 ლარს გადასცდა – რა ღირს საწვავი დღეს

დღის სიახლეები ეკონომიკა

საწვავი კვლავ გაძვირდა. 2 დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან 5 თეთრამდე გაიზარდა.

შედეგად, რეგულარის ღირებულებაც 4 ლარს გადასცდა და 4.02 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი – 4.62 ლარია, ხოლო პრემიუმის – 4.29 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი.

ამასთან, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით; დიზელი – 54.5%-ით; ხოლო გაზის საწვავი – 0.6%-ით არის გაძვირებული.

„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:

Wissol

  • ეკო სუპერი – 4.62 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.58 ლარი) – ზრდა 4 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი – 4.29 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.26 ლარი) – ზრდა 3 თეთრი;
  • ეკო დიზელი – 4.99 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.99 ლარი);
  • ევრო დიზელი – 4.95 ლარი (5ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი);
  • ევრო რეგულარი – 4.02 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 3.97 ლარი) – ზრდა 5 თეთრი.

Lukoil

  • სუპერი – 4.60 ლარი (5 ოქტომბრის 4.60 ლარი);
  • პრემიუმი დანამატებით – 4.25 ლარი (5 ოქტომბრის 4.25 ლარი);
  • რეგულარი – 3.95 ლარი (5 ოქტომბრის 3.95 ლარი);
  • ევრო დიზელი – 4.97 ლარი (5 ოქტომბრის 4.97 ლარი);

Socar

  • ნანო სუპერი – 4.55 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.55 ლარი);
  • ნანო პრემიუმი – 4.25 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.25 ლარი);
  • ნანო ევრო რეგულარი – 3.95 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 3.95 ლარი);
  • ევრო 5 დიზელი – 4.86 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.86 ლარი);
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 4.94 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.94 ლარი);

Gulf

  • G-Force სუპერი – 4.59 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.59 ლარი);
  • G-Force პრემიუმი – 4.27 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.27 ლარი);
  • ევრო რეგულარი – 3.97 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 3.97 ლარი);
  • G-Force ევრო დიზელი – 4.95 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი);
  • ევრო დიზელი – 4.87 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.87 ლარი).

Rompetrol

  • Efix სუპერი – 4.56 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.56 ლარი);
  • Efix ევრო პრემიუმი – 4.16 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.16 ლარი);
  • Efix ევრო რეგულარი – 3.88 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 3.88 ლარი);
  • Efix ევრო დიზელი – 4.97 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.97 ლარი);
  • ევრო დიზელი – 4.89 ლარი (5 ოქტომბრის 4.89 ლარი);

Portal

  • სუპერი – 4.24 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.24 ლარი);
  • პრემიუმი – 4.04 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.04 ლარი);
  • ევრო რეგულარი – 3.84 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 3.84 ლარი);
  • ევრო დიზელი – 4.79 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.79 ლარი);
  • ეფექტური დიზელი – 4.69 ლარი (5 ოქტომბრის ფასი 4.69 ლარი).

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *