“უსინათლო გამოასახლეს დღეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა” – აქტივისტი სალომე სიმონია

დღის სიახლეები საზოგადოება

აქტივისტი სალომე სიმონია სოციალური ქსელის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დავალიანების გამო, უსინათლო გამოასახლეს. ის მოითხოვს, რომ გამოსახლებები და ადამიანების ქუჩაში დაგდება უნდა შეწყდეს.

“უსინათლო გამოასახლეს დღეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა.
30 000 დოლარი აუღია ოჯახს კერძო მევახშისგან და ახლა 200 000 დოლარის დაბრუნებას სთხოვენ თურმე.
მთავრობის არასწორი პოლიტიკის, ხშირად ავადმყოფობის, არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და გამოუვალი მდგომარეობების გამო ჯერ ასეთი სესხის აღება გიწევს.
მთავრობის წევრები ხშირად თავად არიან მევახშეები ან მათთან კავშირში მყოფი პირები გვავალიანებენ.
მერე ხალხის ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასით, პრემია-დანამატით და სხვა სიკეთეებით გაღიმებული პოლიციელი და აღსრულების თანამშრომელი მოვა, დაგილუქავს სახლს, ცხოვრებას.
რიგითი მოქალაქეების ყოფა გაუსაძლისია ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ “ოცნების” ჩინოვნიკების ცხოვრება მათი სისასტიკის ზრდასთან ერთად სულ უფრო მდიდრული ხდება.
გამოსახლებები და ადამიანების ქუჩაში ასე დაგდება უნდა შეწყდეს” – წერს სალომე სიმონია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *