შალვა პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის (აღმოსავლეთ აფრიკა) ქალაქ არუშაში გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *