თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“,- აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი […]
Continue Reading