რუსული ავიაკომპანია, რომელიც საქართველოშიც დაფრინავს, რუსეთის ავიაციის საწვავის ბაზარზე კრიტიკულ ვითარებაზე და ფასების ზრდაზე საუბრობს

სპეციალიზებული Telegram არხის „ავიატორიშინას“ ცნობით, „აზიმუტი“ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციას სთხოვს, დაუკავშირდნენ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს, რათა მიიღონ ზომები ავიაციის საწვავის სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ცნობილია, რომ ივნისის დასაწყისში, საავიაციო საწვავის მთავარმა მიმწოდებელმა „აზიმუტს“ აცნობა მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირების აუცილებლობის შესახებ. მიზეზად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „ფორსმაჟორული სიტუაცია“ დასახელდა. „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ საწვავის დეფიციტთან ერთად, ფასებიც გაიზარდა: ივნისის დასაწყისიდან რუსეთის […]

Continue Reading

აშშ არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია – ამერიკელი ექსპერტი საქართველოზე

„ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ჯეიმს ჯეი კარაფანოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არც საქართველოს ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. ამის შესახებ ჯეიმს ჯეი კარაფანომ Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ერთგვარი „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი“ ჰქონდეს, ჰქონდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თან ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. მაგრამ, ეს არ იმუშავებს. […]

Continue Reading

გახსნილია საქმე, რომელიც 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უწყებამ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის, შემოსავლების ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბური სქემა გამოავლინა. უწყების ცნობით, საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. ამ ეტაპისთვის ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, სამ მიმალვაში მყოფ პირზე კი ძებნა გამოცხადდა. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი […]

Continue Reading

13 პროდუქტის ფასები 12 უმსხვილეს ქსელში – რას ნახავენ მომხმარებლები ekalata.gov.ge-ზე?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა. სააგენტოს თანახმად, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე – 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების […]

Continue Reading

ხმაური და დაპირისპირებაა პირველ სამშობიარო კლინიკაში – ოპერაციის დროს დაღუპული 35 წლის ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს

ხმაური და დაპირსპირებაა ამ წუთებში პირველ სამშობიარო კლინიკაში –  გეგმიური ოპერაციის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს. ნინო მუჯირიას ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ 35 წლის ქალი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა და ოპერაცია გააკეთა იმ ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქალი კომაში ჩავარდა და […]

Continue Reading

24 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 24 ივნისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექით.აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს ჩრდილო- დასავლეთის […]

Continue Reading

24 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ივნისს აღნიშნავს ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“, და მოციქულებს ბართლომესა და ბარნაბას იხსენიებს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“) ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც „ღირს არს” ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო […]

Continue Reading

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა , – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების, განათლების, ქალთა უსაფრთხოების, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცლად არის […]

Continue Reading

ეს პროდუქტი ცხელ ამინდში აუცილებლად უნდა მიირთვათ – ნუტრიციოლოგის რჩევა

ნუტრიციოლოგმა პაბლო ოხედამ (მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი) განაცხადა, რომ ცხელ ამინდში რაციონში თევზი უნდა შეიტანოთ. სპეციალისტის თქმით, საკვების სწორი არჩევანი ორგანიზმს მაღალ ტემპერატურასთან უკეთ გამკლავებაში და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დატვირთვის შემცირებაში ეხმარება. ექიმმა განმარტა, რომ ზაფხულში ბევრი ადამიანი ინტუიციურად გადადის მსუბუქ საკვებზე, რადგან სიცხე ხშირად იწვევს კუჭის სიმძიმეს, დისკომფორტს და შებერილობას. თევზი, მეორეს მხრივ, შეიცავს მაღალი […]

Continue Reading

სიცხის ტალღის პიკი ოთხშაბათს არის მოსალოდნელი – სად დაცხება ყველაზე ძლიერ

საფრანგეთში, ესპანეთსა და დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში სიცხის საფრთხის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სიცხე მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება და ტემპერატურამ, შესაძლოა, 40°C-ს გადააჭარბოს. ამის შესახებ BBC იუწყება. საფრანგეთში, ქვეყნის რეგიონების ნახევარზე მეტში, ამინდის ცვალებადობის ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდა. მეტეო-ფრანსის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ორშაბათს ბორდოში ტემპერატურამ 42°C-ს (107°F) მიაღწია […]

Continue Reading