რუსეთში აღარ დააფინანსებენ ფილმებს, რომლებშიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ქრთამს იღებენ

ფილმები და სერიალები, რომლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, საგამოძიებო კომიტეტის, ან პროკურატურის წარმომადგენლები ქრთამს იღებენ, ან კრიმინალურ სქემებში მონაწილეობენ, სახელმწიფო დაფინანსებას აღარ მიიღებენ, განუცხადა „კომერსანტს“ ორმა წყარომ მსხვილი კინოსტუდიებიდან. გაზეთის წყაროებმა დასძინეს, რომ ეს ასევე გავლენას მოახდენს მანიაკებისა და სერიული მკვლელების შესახებ პროექტებზე. მოთხოვნები ჯერ არ იქნება კანონით გათვალისწინებული, მაგრამ, „კომერსანტის“ წყაროს თქმით, […]

Continue Reading

უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ტაილანდის, ლიბანის, უზბეკეთის, ბელარუსის, განას, იორდანიის, პაკისტანის, ნიგერიის, ფილიპინების, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 84 მოქალაქე. […]

Continue Reading

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად 6 პირი დაშავდა

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს – მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა. “ყველა გაწერილია, არც ერთთან არ იყო სერიოზული დაზიანება, სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია. არ ჰქონდათ [მოტეხილობები], არაფერი დაზიანება არ ჰქონდათ, სერიოზული არაფერი არ იყო, პატარ-პატარა დაჟეჟილობები და წავიდნენ ბინაზე” […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან […]

Continue Reading

30 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 სექტემბერს მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი, თეოდოტიას, და აღათოკლიას, წმიდა 156 მოწამეთა: პელის და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცის, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის […]

Continue Reading

ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?! – ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებს

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებ და საზოგადოებას ახსენებს, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა თანამდებობაზე 2021 წელს. მისი თქმით, იმ წელს ჩამოშლილი ხელისუფლება ჩაიბარა. ღარიბაშვილი ამ წერილში თავის მიღწევებზე საუბრობს: “საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, […]

Continue Reading

თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბიუსტი დააზიანეს

თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანების ბრალდებით პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მეუფე ზენონი – ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ

ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ , – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში წერს. მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ თეირანში ქრისტიანი ქართველების პატარა სასაფლაო და მცირე ტაძარია, შესაბამისად, მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის გასაგები ენა […]

Continue Reading

ეროვნული ვალუტის კურსი 30 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6051 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9552 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

,,მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან სტუდენტის დაჭრის ფაქტს და 90-იან წლებს იხსენებს. მისი თქმით, 2012 წელს აფრთხილებდა საზოგადოებას წარსულში დაბრუნების საფრთხეზე. “გუშინ ვისაუბრე ზუსტად 90-იანი წლების კრიმინალზე, რომელიც შეუმდგარმა ჭორვილელმა დიქტატურაში დააბრუნა ქვეყანაში. 90-იანებში უნივერსიტეტებთან შავები და კრიმინალები “უსატკავებდნენ “ ხოლმე სტუდენტებს და იყო დაჭრები და მკვლელობები. გუშინ 2026 […]

Continue Reading

გრიგოლ გეგელია – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს

მის [ირანის ელჩის] მიერ დედოფალი ქეთევანის ფრესკის საელჩოს შენობაზე მინათება, არის მანიპულირება და ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირება – „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც სამწუხაროდ ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ირანის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს არის შედეგი “ქართული სუვერენიტეტის დაქვეითებისა […]

Continue Reading

„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა

„ჯანდაბაში წასულხართ ყველა!“ – მომღერალმა ვალერი მელაძემ პრაღაში გამართულ კონცერტზე მაყურებელს დაუყვირა და სცენა დატოვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. პრაღაში გამოსვლისას 61 წლის მომღერალმა შენიშნა ქალების ჩხუბი. მელაძემ მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა. „აქ რაღაც ჩხუბი მიმდინარეობს… ეს კონცერტია. ჯანდაბაში წასულხართ ყველა, ვინც ეს არეულობა დაიწყო! ნუ […]

Continue Reading

“უბედურებიდან 5 წუთში ვდგავართ… ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროა!” – რას წერს ლალი მოროშკინა

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დროა. ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში. მისივე აზრით, უბედურებიდან 5 წუთში ვდგავართ და ახლა ფილიგრანული, დიპლომატიურად მოზომილი მოქმედების დროა! “უბედურებიდან 5 წუთში ვდგავართ… ეს არაა ფილოსოფიური ესსე, ეს რეალობაა, რომლის აღქმაც ჯიუტად არ გვინდა, მაგრამ ჩემი პოსტი ამაზე არაა. ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის, მაგრამ საკუთარი ჯვარი მაინც სატარებელი აქვს, ასეა ქვეყნებიც. […]

Continue Reading

“არავინ არაფერზე დუმს” – “ქართული ოცნება” ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო უწყების რეაგირებას ელოდება

არავინ არაფერზე დუმს! – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რა დროსაც ირანის ელჩის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ელჩის ამ განცხადებაზე რეაგირება საგარეო უწყების ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაა. „არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ. ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და […]

Continue Reading

ახალი ამბები რუსთავში მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა – მესაკუთრემ დაასახელა თანხა, რომელსაც ითხოვს

რუსთავში, მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა. კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედამ ახალ მესაკუთრეს 45 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. ეკატერინე მაღალაშვილმა რუსთავის ბინა უკვე დატოვა და შვილებთან ერთად დროებითი საცხოვრებლის ძიებაშია. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ეკატერინე მაღალაშვილის სახლთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ოჯახის 2015 წელს აღებული […]

Continue Reading

ვლადიმერ პუტინმა სამ ქვეყანაში რუსული რუბლის გატანა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააგრძელა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ რუსეთიდან აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნაღდი ფულის რუბლის ექსპორტის აკრძალვა. რუსული ოფიციალური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა ოფიციალური სამართლებრივი აქტების ვებ-გვერდზე. „დაწესდეს აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და უზბეკეთის რესპუბლიკაში… იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, თანხის […]

Continue Reading

დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის – ₾4-მდე – რამდენით გაძვირდა საწვავი სექტემბერში?

საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასის კორექტირება 19-დან 50 თეთრამდეა. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში: Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 28 სექტემბერს გაძვირდა. ამ ბრენდის […]

Continue Reading

მეტროს პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, წლის ბოლოს იქნება თბილისში

თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, […]

Continue Reading

“ექთნებმა ბოლო ხმაზე ღრიალით ვერ გააგებინეს ერთმანეთს, ვის რა უნდა ეკეთებინა. ერთმანეთს ლამის აგინეს” – ფეისბუქმომხმარებელი ერთ-ერთ კლინიკაში არსებულ ვითარებაზე წერს

ფეისბუქგვერდის “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში”, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ, ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ ვითარებას აღწერს, რომელიც მას შეემთხვა. “სასოწარკვეთა აღარ ქვია ახლა ჩემს ემოციებს.. სასწრაფომ გადამიყვანა ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში, უზნაძეზე.. 1- ერთადერთი თავისუფალი საწოლი დამხვდა, რომელიც არ იყო მოწესრიგებული და სკამზე დამსვეს..ასე ველოდი უსაშველოდ როდის დამაწვენდნენ. ტკივილების ფონს არ გავუსვამ ხაზს […]

Continue Reading

პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებებს იხილავს, რომლითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის საფუძველზეც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდებიან. „ქართული ოცნების“ მიერ ქონების გადასახადთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება […]

Continue Reading

ალექსანდრე რაქვიაშვილი – IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო

IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში. თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო. იქ „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, რადგან არა 20%, არამედ 0 უწერიაო და ა.შ., – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. რაქვიაშვილი წერს, რომ მთავარი არა „ლელოს“ ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, […]

Continue Reading

რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ – ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული

მარტოხელა დედა სამი შვილით საცხოვრებლის გარეშე რჩება – რუსთავში ოჯახს 2015 წელს აღებული სესხის გამო ბინიდან ასახლებენ. საცხოვრებელი აუქციონზე გაიყიდა, ახალი მფლობელი კი მის დაცლას ითხოვს. მესხიშვილის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია მობილიზებული. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს და ბინის დატოვებას არ აპირებს. 2015-დან მიმდინაეობს ეს საქმე. ჩემმა დედამთილმა და ჩემმა ქმარმა […]

Continue Reading

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 29 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს […]

Continue Reading

29 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 სექტემბერს ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, მოწამეთა სებასტიანას, მელიტინას, ღირსი დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოის, და მოწამე ლუდმილას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით […]

Continue Reading

მასშტაბური ავარია ვარკეთილში – ერთმანეთს 8 ავტომობილი შეეჯახა

მასშტაბური ავარია ვარკეთილში – ერთმანეთს 8 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. კადრები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ბვრცელდება, ჩანს, რომ ერთი ავტომობოლი ელექტროგანათების ბოძსაა შეჯახებული, დანარჩენები კი ერთმანეთს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რომის პაპი – სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც კი – მოლაპარაკებებში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და მზად ვიყოთ მშვიდობისთვის გარკვეული პოზიციების დასათმობად

მომლაპარაკებლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მშვიდობის მისაღწევად „გარკვეული პოზიციები“ გაწირონ , – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რომის პაპმა სიტყვით გამოსვლისას კონკრეტულად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ახსენა, თუმცა განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაბრუნდა. მისი თქმით, „ილუზიაა ის, რომ გადაიარაღება პასუხს წარმოადგენს“. „სამწუხაროდ, დღეს ომი დაბრუნდა, ევროპაშიც […]

Continue Reading

რა ხდება ზემო ლარსზე – ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლას, თითქმის, 400 სატვირთო მანქანა ელოდება – “ვესტი კავკაზა”

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ნორმალური მოძრაობის მიუხედავად, ზემო ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტი ვერ უმკლავდება გაზრდილ ტვირთბრუნვას – ჩრდილოეთ ოსეთში გადასასვლას, თითქმის, 400 სატვირთო მანქანა ელოდება. ამის შესახებ “ვესტი კავკაზა” წერს. რესპუბლიკის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად დაახლოებით 370 სატვირთო მანქანა დგას ელექტრონულ რიგში. „ტრანსკავკასიის გზატკეცილზე და საქართველოს […]

Continue Reading

პოლიტიკოსი ეკა ბესელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

პოლიტიკოსი ეკა ბესელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ დედა გარდაეცვალა. „რამდენიმე საათიანი შოკის შემდეგ არ ვიცი როგორ უნდა დავწერო , რომ დედა წავიდა უფალთან …. ღმერთო …. ვიბრძოლეთ … ბოლომდე ვიბრძოლეთ … არ მეგონა ამ სიტყვებს თუ დავწერდი ოდესმე … ახლა მეტს ვერ დავწერ, რა ხდებოდა ბოლო საათებში… ამას ოდესმე შევძლებ ახლა […]

Continue Reading

კახა კალაძე – ჩინეთში მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ დამზადებული ვაგონები, რომლებიც მალე გამოიგზავნება თბილისში

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს. „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს […]

Continue Reading

საია – საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232-ს შეადგენს

საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. საიას თანახმად, საქართველო ამჟამად ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ევროპის საბჭოს მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს. ევროპის საბჭოში საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა […]

Continue Reading

ევროკავშირმა უკრაინის, მოლდოვასა და კიდევ 2 ქვეყნის გაწევრიანების ახალი გეგმა შეიმუშავა

ევროკავშირმა მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვისა და ალბანეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ინდივიდუალური გზამკვლევები შეიმუშავა. ევროკომისიის ინიციატივა მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასასრულებლად კონკრეტულ ვადებსა და წინაპირობებს ოფიციალურად განსაზღვრავს. POLITICO-ს ინფორმაციით, ბრიუსელმა აღნიშნულ ქვეყნებს მკაფიო გარანტიები რეფორმების წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ მისცა. ახალ დოკუმენტში კანდიდატების მიმართ მოთხოვნილ ნაბიჯებთან ერთად ევროკავშირის მოქმედი წევრების ვალდებულებებიც გაიწერა და მოლაპარაკებების თემატური ნაწილების დასრულების სავარაუდო თარიღებიც […]

Continue Reading

მადრიდში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს – ვინ აღმოჩნდა დაღუპული და რა ინფორმაცია ვრცელდება მის შესახებ?

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 45 წლის ლელი თეთრაულის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ. ცნობილია ის, რომ ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის და რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება. ახლობლებისათვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს სამშობლოში 30 სექტემბერს ჩამოასვენებენ. ლელი თეთრაულს 1 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტთან მესამე კურსის სტუდენტი დაჭრეს – რას მოჰყვა ანგარიშსწორება და როგორია დაჭრილის მდგომარეობა?

თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. დაზარალებული, მესამე კურსის სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ციცი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. ერთ-ერთი […]

Continue Reading

ეროვნული ვალუტის კურსი – რა ეღირება ხვალ დოლარი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6055 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9721 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

კა­ხეთ­ში 20 წლის ახალ­გაზ­რდა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს

კა­ხეთ­ში 20 წლის ახალ­გაზ­რდა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე 25 წლის ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე­ზე, სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ იმ­სჯე­ლა ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სქემა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ გადაიბარა” – ლაშა ფარულავა

არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სქემა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ გადაიბარა, სწორედ ამიტომ რჩება ეს კრიმინალური ბიზნესი სრულიად ხელშეუხებელი. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს. მისი განცხადებით, ათიათასობით ადამიანი უკვე ჩაითრიეს კრიმინალურ საქმიანობაში და საკუთარ ხაფანგში მოაქციეს, ხოლო ვინც ხმის ამოღებას გაბედავს, პირდაპირ ციხეში უკრავენ თავს. […]

Continue Reading

გაფრთხილება – 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. „შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი თვითონ ნარკოტიკების მომხმარებლად არის ცნობილი ზოგადად, რაზე იბრძოდა, სად იბრძოდა? ის იბრძოდა, რომ მედიაში რაიმე თავისუფალი სიტყვა არ თქმულიყო. რას გავს, რებს საუბრობს? – გია ვოლსკი საკაშვილს პასუხობს

“ქართულ ოცნებაში” მიხეილ სააკაშვილის მძიმე ბრალდებებს უპასუხეს – მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილი და მხედრიონელი ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს შეადარა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა, მმართველ პარტიაში თქვეს, რომ “სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად”. განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა და სააკაშვილის ნაამბობს “სისულელე” უწოდა. “ოცნების” სპიკერი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტის დროს […]

Continue Reading

საქართველოს ბრიტანელი მედიამენეჯერები და ღვინის ექსპერტები ეწვივნენ | როგორია ღვინის ექსპორტი?

ქართული ღვინის ცნობადობისა და ბრიტანულ ბაზარზე მისი პოზიციების გაძლიერების მიზნით, საქართველოს 12-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც ბრიტანული მედიისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ Daily Mail-ის, Decanter-ის, The Guardian-ის, BBC Radio-სა და Wine Telegrams-ის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ბრიტანელი მედიისა და ღვინის სფეროს პროფესიონალები ქართლსა […]

Continue Reading

დღეს საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს

დღეს, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის მეორე ტურში, “დინამო არენაზე”, უკრაინას უმასპინძლებს და, ჩრდილოეთ ირლანდიასთან წარუმატებელი სტარტის შემდეგ, წარმატების მიღწევას შეეცდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილს დღეს ექნება პროგრამული გამოსვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას“. „მიხეილ სააკაშვილი დღეს გააკეთებს საპროგრამო განცხადებას, მას ექნება პროგრამული გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილი 5 წელი პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფება, რომ მანქურთებს დაუტოვოს ეს ქვეყანა. ის ნამდვილად აპირებს ქართველ […]

Continue Reading

თბილისის 81-ე სკოლა დაიკეტა – ადგილზე მშობლების პროტესტია

თბილისის კიდევ ერთი სკოლა დაიკეტა – 81-ე სკოლა საგაკვეთილო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთი კვირის წინ ერთ-ერთ საგაკვეთილო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. ჭკალოვის ორ ნომერში დილიდან პროტესტია – ადგილზე მშობლები არიან შეკრებილები და საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ, ამბობენ, რომ იმ ერთ ოთახს თვითონვე გაუკეთებენ რეაბილიტაციას, თუმცა მათთან რამდენიმე წუთის წინ სკოლის დირექტორი გამოვიდა და ადგილზე შეკრებილებს ამცნო, რომ […]

Continue Reading

ქართველმა სამართალდამცავებმა ბებია დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს. „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 28 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 28 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°; ბათუმი: ხანმოკლე […]

Continue Reading

28 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. […]

Continue Reading

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 არასრულწლოვანი

ბათუმში ავტომობილი მოპედს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა – დაშავდა 2 არასრულწლოვანი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 13-14 წლის არასრულწლოვანები სწორედ იმ მოპედით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე […]

Continue Reading

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს. საქართველო – უკრაინის მატჩი „დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება. რამაზ სვანაძემ უკრაინელებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე უმასპინძლა. „მინდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ვუთხრა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის იყო, არის და დარწმუნებული […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი – ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას

  საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკას. ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ელიზაბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი წერს. როგორც კვანტალიანი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას წყვეტს. „თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე, ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე დავდე, რასაც პოლიციური ძალადობა და […]

Continue Reading

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 5 წლამდე ბავშვი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მყოფებს მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის […]

Continue Reading