ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტთან მესამე კურსის სტუდენტი დაჭრეს – რას მოჰყვა ანგარიშსწორება და როგორია დაჭრილის მდგომარეობა?

დღის სიახლეები სამართალი

თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. დაზარალებული, მესამე კურსის სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ციცი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა.

პოლიციამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *