რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ნორმალური მოძრაობის მიუხედავად, ზემო ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტი ვერ უმკლავდება გაზრდილ ტვირთბრუნვას – ჩრდილოეთ ოსეთში გადასასვლას, თითქმის, 400 სატვირთო მანქანა ელოდება. ამის შესახებ “ვესტი კავკაზა” წერს.
რესპუბლიკის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად დაახლოებით 370 სატვირთო მანქანა დგას ელექტრონულ რიგში.
„ტრანსკავკასიის გზატკეცილზე და საქართველოს სამხედრო გზატკეცილზე მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს, თუმცა ელექტრონულ რიგში 370 მძიმე სატვირთო მანქანა დგას და ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლის რიგს ელოდება“.
“ინტერფაქსის” ცნობით, ამჟამად, რეგისტრირებული მანქანებიდან 90 „მწვანე ზონაშია“, საერთაშორისო გამშვები პუნქტის წინ.

