ფეისბუქგვერდის “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში”, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ, ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ ვითარებას აღწერს, რომელიც მას შეემთხვა.
“სასოწარკვეთა აღარ ქვია ახლა ჩემს ემოციებს..
სასწრაფომ გადამიყვანა ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში, უზნაძეზე..
1- ერთადერთი თავისუფალი საწოლი დამხვდა, რომელიც არ იყო მოწესრიგებული და სკამზე დამსვეს..ასე ველოდი უსაშველოდ როდის დამაწვენდნენ. ტკივილების ფონს არ გავუსვამ ხაზს
2- მოხუცმა ბებომ, ვინც თურმე სამი დღეა წევს, თავს უშველეო, წადიო აქედან. დავიძაბე.. თურმე მართალი ყოფილა.
3- ექთნებმა ბოლო ხმაზე ღრიალით ვერ გააგებინეს ერთმანეთს, ვის რა უნდა ეკეთებინა. ერთმანეთს ლამის აგინეს. ამ რეჟიმში და ერთმანეთის ლანძღვაში გააატარეს მთელი ის დრო, რაც მანდ ვიყავი…
4- ჩემ გვერდით, მეორე სკამზე (მეცინება) მომისვეს ბიჭი, რომელმაც 12 საათის შემდეგ აქ ვარო (უკვე სამი საათი იყო) და ვერ გამაგებინეს რა მჭირსო. არც მისთვის მოიძებნა, როგორც ჩანს, საწოლი და ასე დგომა/ჯდომით რეჟიმში იყო. სკამზევე აუღეს ანალიზი. მოულოდნელად, ცუდად გახდა, თავბრუ დაეხვა და შავი ფერები დაედო სახეზე. იხვეწებოდა წყალს და წამოწოლას.
ხომ არ გგონიათ ვინმემ ყურადღება მიაქცია?
გაუვლისო :))
5- მოხუცი ბაბუ, რომელიც ეტლში იჯდა, იხვეწებოდა მალე გამიშვითო, დილიდან გელოდებითო.
პასუხი? – შენთვის ჯერ არ გვცალია, პრიორიტეტი სხვა პაციენტებიაო….
6- პაციენტს კარდიოგრამა სჭირდებოდა სასწრაფოდ, აპარატის ჩამომტანი ვერ მოიძებნა, ექთანმა ამდენ რამეს ვაკეთებ და მაგისთვის არ მცალიაო.. :))
მოკლედ, ბევრ რამეს კიდევ ვერ ვყვები, არც მე ვარ კარგად,
სიტუაციის ფონზე, მოვითხოვე გამიშვით, კარგად ვართქო 
ძლივს დავითანხმე ამ ნაწილში და სირბილით ვერ, მაგრამ ფოფხვით გამოვიქეცი…
გთხოვთ, ამ სასაკლაოში მიყვანილ თქვენს ოჯახის წევრებს/ პაციენტებს მიხედეთ, ცოდოები არიან ასეთი მოქცევისთვის” – წერს მოქალაქე.



