ბათუმში რუსეთის ექვსი ქალაქიდან იფრენენ

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საკურორტო ქალაქ ბათუმის მიმართულებით ექვსი ახალი მარშრუტი აამოქმედა, განაცხადეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციაში. სექციის ინფორმაციით, რუს მოგზაურებს შორის ბათუმი, როგორც ზაფხულის პერიოდში დასვენების საყვარელი მიმართულება, სულ უფრო მეტად იმყარებს თავის პოზიციებს. „მიმდინარე თვეში საქართველოს მთავარი კურორტის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქიდან ექვსი ახალი მარშრუტი გაიხსნა. […]

Continue Reading

FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა

FBI-მ ტრამპის დაბადების დღეს თეთრ სახლზე დრონებით თავდასხმა ჩაშალა. ამის შესახებ Fox News იუწყება. ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონები, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის დაბადების დღეს, თეთრი სახლის გაზონზე UFC-ის ბრძოლის ჩაშლის მიზნით იყო განკუთვნილი. ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. „სავარაუდო გეგმა ითვალისწინებდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონების გაგზავნას ღონისძიების მახლობლად მდებარე შენობებში, რაც მასობრივ ევაკუაციას გამოიწვევდა და ხალხს […]

Continue Reading

“პაპუაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე” – გრიგოლ გეგელია

“მარცხით გაწბილებული კრემლის ამოცანაა, რომ ჯილდოდ წაიღოს საქართველო” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა და შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “თუ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია”. პაპუაშვილი […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: ურუგვაის ნაკრები ძაღლებით პირდაპირ გზაზე გაჩხრიკეს

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, სადაც ურუგვაის ნაკრებს ძაღლები ჩხრეკენ მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან მატჩის წინ. ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებმა გზის პირას ძაღლების გამოყენებით ფეხბურთელების ბარგი და აღჭურვილობა საფუძვლიანად გაჩხრიკეს. ორგანიზატორები ამას აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტურნირზე უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებს მიაწერენ. თუმცა, გულშემატკივრებმა უკვე გააკრიტიკეს FIFA და აშშ და უსაფრთხოების სამსახურების ქმედებებს „სრული სიგიჟე“ უწოდეს, ხოლო ფეხბურთელების […]

Continue Reading

სომხეთი სამხედრო წვრთნებს აშშ-თან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ატარებს

სომხეთი შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს. ყოველწლიური სამხედრო წვრთნები „Eagle Partner-2026“ სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით გაიმართება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ნაწილია. წვრთნების გამოცხადებული მიზანია სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების გაძლიერება, გამოცდილების გაცვლა სამეთაურო-კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში და სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის […]

Continue Reading

ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის გიორგი გედენიძე 2000 ლარით დაჯარიმდა – “მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე?”

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ფაქტზე საქმის წარმოება შსს-ის “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” დაიწყო. შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, “იმედის” პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლო პროცესს არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი არ ესწრებოდნენ. აღნიშნულ ფაქტს, ცოტა […]

Continue Reading

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა – Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 15 ივნისს 336 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, ეს ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა. მათი ჯამური ქონება რეკორდულ 13.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება გაიზარდა აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი ამბების გამო, საფონდო ინდექსების ზრდის წყალობით. რეიტინგის სათავეში მოხვდნენ: 🔸 Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი […]

Continue Reading

პასუხისგებაში მიეცა საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და 7 პირი

სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. სუს-ის ცნობით, 8 პირიდან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და […]

Continue Reading

მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ – სერბეთის პრეზიდენტი საქართველოზე

მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს ძალიან საამაყოა. ვერ ვიტყვი, რომ მშურს, იმიტომ, რომ სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონდეს ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს საოცარი შედეგები […]

Continue Reading

რუსეთში საქართველოზე მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა – რუსული მედია

საქართველო წამყვან სამეულს ხურავს იმ ქვეყნებს შრის, სადაც ზაფხულში რუსეთიდან მოგზაურობებზე მოთხოვნა ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიზარდა. ამის შესახებ სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევაში წერია, რასაც რუსული სამთავრობო მედიასაშუალება TASS ავრცელებს. კერძოდ, რუსებს შორის, საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა. პირველ ადგილზე ვიეტნამია, რომელთანაც წლევანდელ სეზონზე, რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლის გაზრდის გამო, […]

Continue Reading