ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყება წერს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე მიიღებს მონაწილეობას „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში. გარდა ამისა, იგი დაესწრება ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიას, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ვიზიტის ფარგლებში […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს […]

Continue Reading

20 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე სოზონტი წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს […]

Continue Reading

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს – ტვ პირველი

21-ე საჯარო სკოლის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება 2025 წლის სექტემბერში მოითხოვეს, სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს დასკნის მომზადება, რომელიც, საბოლოოდ, 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესეი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. დასკვნა, რომელიც 9 თვე იწერებოდა, სულ […]

Continue Reading

“ინფორმაცია თითქოს ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. უწყების განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. „გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად […]

Continue Reading

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – დემოგრაფი

დემოგრაფის, ლელა მენაბდისვილის განცხადებით, უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მისივე თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ და მისი თქმით, ეს დამოკიდებულება წლიდან წლამდე უარესდება. „შვილი ჩვენთვის აღარ არის ღირებული? – არა, და ახლავე აგიხსნით ამ პასუხს: 2026 წლის იანვარ-თებერვალში 120 დასაქმებული ქალი გამოვკითხე, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან. სხვათაშორის მსგავსი […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება – მოთმინებით ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით, ამ მიზნის მიღწევა, საბოლოდ შესაძლებელი იქნება. „არც ერთი წამით არ გვავიწყდება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანია, […]

Continue Reading

ფიზიკური საფრთხის გამო ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა სომხეთში ვიზიტი გააუქმა

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა განაცხადა, რომ იძულებული გახდა სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინა მას შემდეგ, რაც მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გაფრთხილება მიიღო. “დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ საქმე ფიზიკურ საფრთხეს ეხება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის იგნორირება არ შემიძლია და იძულებული ვარ უსაფრთხოების პროტოკოლები დავიცვა. ამიტომ, ჩემი ვიზიტი სომხეთში გადაიდო და იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა გაუქმდა“, – განაცხადა […]

Continue Reading

“მე ვერ ვხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის სათქმელად” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი – საბავშვო ბაღების კიდევ რამდენი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო?

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი”,- განაცხადა სარჯველაძემ. […]

Continue Reading

ტრამპმა CNN-ის, MSNOW-ის და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აუქმებს CNN-ის, MS NOW-ის და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომას მისი ადმინისტრაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა. „სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუუქმებ თეთრ სახლში წვდომას მატყუარა CNN-ს, MS NOW-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიცვალა სახელი MSNBC-დან მაყურებლებისა […]

Continue Reading

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი ამოთხრილია, ეს საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს – საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა

საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველი ამოთხრილია – ფაქტს საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობა აპროტესტებს. მათი თქმით, ეს პროცესი აღმაშფოთებელია, რადგან სამუშაოები საქართველოს მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. საკმაოდ მძიმე დასანახია ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველებისთვის, საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო ხდება ის, რაც ხდება”- წერია საინგილოს ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. ქურმუხის […]

Continue Reading

საბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები – კახა კალაძე

„უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება პრინციპულად მნიშვნელოვანია. „დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, […]

Continue Reading

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

თბილისში, მუხიანის რაიონში, ბაირამაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი – “რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა – შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა, რომლის მიხედვითაც კომპანია “ინდუსტრიული ქალაქმა”, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას “აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის” საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს “რადიო ქალაქს”, რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა. ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “რადიო […]

Continue Reading

მარია ზახაროვა – ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრათ

ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთი მოენატრათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება. და ბოლოს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვა „ალილუიას“, რადგან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების […]

Continue Reading

19 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს ახსნებს მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილ საკვირველებას და ასევე მრავალთა სხვათა წმიდა მოწამეთა. ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა. ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის დეკანმა მარიამ ბოჭორიშვილმა. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს ორგანიზატორებმა – თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო […]

Continue Reading

ექიმმა ჩახუნაშვილმა და კიდევ ორმა პატიმარმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი აღიარა და მოინანიეს – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან, ზაქრო ალბუთაშვილთან და ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურამ მსჯავრდებულებთან ზაქრო […]

Continue Reading

გაფრთხილება გარემოს სააგენტოსგან – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ – […]

Continue Reading

„შეცდომას არ დაუშვებთ“ – ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში ხმა დისტანციურად მისცა და მადლობა გადაიხადა

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც უკვე მიიღო კრემლის მეთაურმა. ვლადიმერ პუტინმა დისტანციურად მისცა ხმა და ბოლოს „მადლობა“ გადაიხადა. ვლადიმერ პუტინმა ხმის მიცემაში მონაწილეობა დისტანციური ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით მიიღო. „შეცდომას არ დაუშვებთ“, – თქვა პუტინმა ხმის მიცემის დაწყებამდე. ხმის მიცემის შემდეგ კი, მან ვიღაცას „მადლობა“ გადაუხადა.ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 18-20 სექტემბრამდე გაიმართება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება – ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ – მინისტრი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზი მშობლებთან მისული შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც, შენობა ავარიულია. ამასთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში საპროტესტო აქციაც გაიმართა. როგორც ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობდა. სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ალტერნატიული შენობის მოძიებაში, – ამის შესახებ თბილისის […]

Continue Reading

“აშკარად ჩანს, რომ დარღვეულია “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა” – არმაზ ახვლედიანის სკოლის მიმართ ხელისუფლებას სამართლებრივი რეაგირება ექნება

თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება – ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე სემინარს, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით ბახმაროში იმართება. კობახიძემ ამ კონტექსტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გაამახვილა ყურადღება. “საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენ ბოლომდე […]

Continue Reading

ხელისუფლება დაინტერესდა, ვინ აფინანსებს არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების სკოლას – “არსებობს ეჭვი, რომ პროექტი კანონების გვერდის ავლით ფინანსდება“ – შალვა პაპუაშვილი

რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ – როდესაც ასეთ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა თანხმობა, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და რომლის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პაპუაშვილმა დღეს თქვა ისიც, […]

Continue Reading

სააკაშვილი ელიზბარაშვილს ლიკვიდაციის კანდიდატს უწოდებს და მოუწოდებს: “რადგან დაიწყე პატრონის ჩაშვება, ბარემ ბოლომდე თქვი ყველაფერი კაცო!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში თამაზ ელიზბარაშვილს მიმართავს და წერს, რომ თუკი ვინმე არის ციხეში ლიკვიდაციის კანდიდატი, ეს სწორედ, ელიზბარაშვილია. “ელიზბარაშვილს აუკრძალეს წერილების წერა, დარეკვა და პაემნები. თითქმის ჩაუკეტეს კონტაქტი გარე სამყაროსთან. მე მგონია, თუ ვინმე არის ციხეში ლიკვიდაციის კანდიდატი – არის სწორედ ეს ცოტა ხნის წინ “ქოცური” გმირი. რატომ ვფიქრობ ასე? […]

Continue Reading

რამ მოწამლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები? – მშობლები კონკრეტულ პროდუქტებს ასახელებენ

თბილისის 182-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, ნათია ბედენაშვილი, რომლის შვილიც, არსებული ინფორმაციით, ბაღში მოიწამლა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტოქსიკაცია რძემ გამოიწვია. როგორც მშობელი განმარტავს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საკითხის მოკვლევა დაწყებული აქვთ. „საღამოს ბავშვი რომ მოვიდა ბაღიდან, დაიძინა და რომ გაიღვიძა, ღებინება დაეწყო, 3-ჯერ აერია გული, მუცელი ასტკივდა და მაღალი […]

Continue Reading

ახლა მნიშვნელოვანია, შევახსენოთ რუსეთს – შესასრულებელი არის ვალდებულებები – შალვა პაპუაშვილი

საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე ჩვენ ფაქტობრივად შემოვაბრუნეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წაგებული საქმეები, რომელიც არასწორად იქნა წარმოებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის განხილვას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში ჩართული იყვნენ უცხოურო დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა […]

Continue Reading

“დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს, ალბათ, დაახლოებით ოქტომბრის თვეში გაისტუმრებს პოლიტიკურ სანაგვეზე” – ხატია დაკაოიძე

„ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძესაც „პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს“ – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ისაუბრა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესები კორუფციასთან ბრძოლას კი არა, კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. დეკანოიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის „პოლიტიკური განადგურების“ შემდეგ, ივანიშვილმა გავლენის ბერკეტები მამუკა მდინარაძესაც ჩამოაშორა და, მისი ვარაუდით, იგივე ბედი კობახიძესაც ელის. […]

Continue Reading

ცნობილია, რომელ საბავშვო ბაღებში მოიწამლა ათეულობით ბავშვი – რა სიმპტომები აღენიშნებოდათ აღსაზრდელებს, რომელთა მკურნალობა რამდენიმე კლინიკაში მიმდინარეობს?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო ყველა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი […]

Continue Reading

18 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის მშობლების ზაქარიას და ელისაბედის, მოწამეთა: თიფაილის, თიბეას და სარვილეს, იუვენტინე და მაქსიმე მხედართა, მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა , მოწამე აბდე სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის მშობლები წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას […]

Continue Reading

იაგო ხვიჩია – დამანახეთ ის ხალხი, ვინც გვარამიას, ჩერგოლეიშვილის ნათქვამზე ქუჩაში გამოვა და მირბის ვინმეს დასამხობად

დამანახეთ ის ხალხი, ვინც გვარამიასა და ჩერგოლეიშვილის ნათქვამზე ქუჩაში გამოვა, შეიძლება თუ არა მაგ ხალხთან ერთად ვინმეს წინააღმდეგ და, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა? – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ  სივრცეში“ განაცხადა. „ჩერგოს და გვარამიას ნათქვამზე რომ გამოვა, მირბის, ვინმე რომ დაამხოს, უბრალოდ, ეს ხალხი დამანახეთ, […]

Continue Reading

შალვა ნათელაშვილმა დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანის საელჩოს კითხვები გადასცა და პასუხებს ითხოვს

“ლეიბორისტული პარტიის “ ლდიერმა, შალვა ნათელაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში ნოტა გადასცა, სადაც აზერბაიჯანის მთავრობისათვის სპეციალური კითხვებია შეტანილი. ნათელაშვილის თქმით, 7 წლის წინ ივანიშვილის მოღალატეობრივი გარიგებით, ალიევის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს დავით გარეჯის ,მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ქრისტიანული ძეგლის სიმაღლეები და აღნიშნული პროცესი გადაიზარდა ანექსიაში. ნათელაშვილი ითხოვს აზერბაიჯანის მთავრობამ უპასუხოს მის კითხვებს, რომელიც საელჩოს უკვე გადასცა. 7 წელი […]

Continue Reading

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა. ინაშვილი ამ შემთხვევას „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პარტიის კანდიდატებისა და წევრების გადაბირების უფრო ფართო პროცესს უკავშირებს და პრემიერ ირაკლი კობახიძეს ეკითხება, იყო თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6076 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9927 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0084 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ციხეში რომ მოვა, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს – ელისაშვილი მდინარაძეს მიმართავს

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე ციხის გზაზეა, რადგან ისიც “ციხეში გაამწესა საკუთარმა პატრონმა“- განცხადება “მოქალაქეების” ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გააკეთა. დაპატიმრებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დაამთავროს და მდინარაძეს მოუწოდებს, ციხეში შესვლამდე, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს, რადგან ჯერ “გენერალი არ უცემია.“ ლეიტენანტი იყო, […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი 

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მოქმედებს შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. „ჩვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ […]

Continue Reading

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. “ენჯეოს” ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს “ენჯეოები” თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ “ენჯეოები” […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე… რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფიზიკური პირების უცხოურ აგენტებად რეგისტრაციის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირების ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებულიიქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

17 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 სექტემბერს ღირსი სვიმეონის, გარეჯის წინამძღვრის, მღდელმოწამისა ბაბილას, დიდი ანტიოქიის ეპისკოპოსის ასევე იოასაფ ბელგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი სვიმეონ გარეჯელი ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას […]

Continue Reading

გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპი $2.7-მილიარდით გამდიდრდა

საერთაშორისო ეკონომიკური გამოცემა Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონებამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ $7 მილიარდს მიაღწია. როგორც ირკვევა, ამერიკელი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კაპიტალი ამ პერიოდში $2.7 მილიარდით გაიზარდა. ჟურნალის ინფორმაციით, ტრამპმა ფინანსურ წარმატებას კრიპტოვალუტის პროექტებითა და საერთაშორისო გარიგებებით მიაღწია. გამოცემის შეფასებით, „ამერიკის ისტორიაში პოლიტიკით ამდენი თანხა არავის გამოუმუშავებია“. აღსანიშნი ფაქტია, რომ თავად დონალდ ტრამპმა […]

Continue Reading

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს. მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი […]

Continue Reading

ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი ბაჩო ახალაიას “შვილების დაობლებით ემუქრებოდა”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატირმობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი, თამაზ ბორაშვილი სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ, მის მეუღლეს “შვილების დაობლებით ემუქრებოდა”. “თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” – ეს ამ ადამიანის, თამაზ ბორაშვილის სიტყვებია” – წერს სოციალურ ქსელში […]

Continue Reading

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე. უფრო კონკრეტულად, […]

Continue Reading

“შესაძლოა, გზის გადაკვეთის დროს, უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ” – რას წერს ფეისბუკმომხმარებელი

სოაციალურ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დაიმახსოვრეთ ამ ქალის სახე, რადგან შესაძლოა გზის გადაკვეთის დროს უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ. “11 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ქვაფენილზე რომ გადასასვლელია, ამ გზაზე გადასვლას ცდილობდა ეს ქალი. მე მის უკან ვიდექი, შევამჩნიე, რომ უჭირდა გზის გადაკვეთა და […]

Continue Reading

ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, მსგავსი სახის ექსპერტიზა ყველა მკვლელობის საქმეზე ინიშნება. “მკვლელობის ყველა საქმეზე ინიშნება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ეს საქმეც არ არის რამე ფორმით გამონაკლისი. იმისათვის, რომ ყველანაირი ეჭვი გამოირიცხოს, ბრალდების […]

Continue Reading

,, დაყრუებულ ქართველებს მივმართავ! საქართველოს ყიდის ეს უბადრუკი ხელისუფლება!” – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: ,,პროვინციალიზმი თავის უკიდურესად მაღალი გამოვლინებით: ეს გუშინ ვნახეთ, – “ტრამპ-ტაუერის” პროექტისპრეზენტაციისას. ამერიკელ ბიზნესმენებს საკუთარი მიზანი აქვთ, – ეს მათი საქმეა. მე ამ ქაჯი ვაი-ხელისუფლების და ქაჯი ბიზნესმენების გამკვირვებია, – საქართველოს, მისი საოცარი კულტურისადა ხალხის შესახებ წარმოდგენაც რომ არ შერჩენიათ! აი, პარალელიც:ამ უბადრუკი ხელისუფლების და ქართველი ვაი-ბიზნესმენების მხარდაჭერილი მეორე პროექტი:მეტი ღიად და წესიერად, […]

Continue Reading

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კოსოვოს სპეციალურმა სასამართლომ ის და კიდევ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო 1998-1999 წლების ომის დროს თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობისთვის. 58 წლის ტაჩის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის თანამზრახველებს 13-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თუმცა, სასამართლომ […]

Continue Reading

„ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების […]

Continue Reading

83 დეპუტატის ხმით თამაზ ბორაშვილი სუს-ის ხელმძღვანელი გახდა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა. 2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 […]

Continue Reading