“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

დღის სიახლეები საზოგადოება

თბილისში, მუხიანის რაიონში, ბაირამაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური ცენტრი – “რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა – შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა, რომლის მიხედვითაც კომპანია “ინდუსტრიული ქალაქმა”, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას “აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიის” საკუთრებაში იყო, ობიექტი მიჰყიდა შპს “რადიო ქალაქს”, რომელიც 2026 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “რადიო ქალაქის” დირექტორია ივანე ხვედელიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილი.

უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ობიექტის ჯამური ფართობია 24,485 კვადრატული მეტრი და ის მრავალფუქნციური დანიშნულების რამდენიმე შენობა-ნაგებობას და ღია სივრცეებს აერთიანებს.

რეესტრის თანახმად, ობიექტზე ვრცელდება თიბისი ბანკის იპოთეკა და საბანკო ვალდებულება ტერიტორიის ახალმა მფლობელმა უნდა დაფაროს.

bm.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *