ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – დემოგრაფი

დღის სიახლეები საზოგადოება

დემოგრაფის, ლელა მენაბდისვილის განცხადებით, უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

მისივე თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ და მისი თქმით, ეს დამოკიდებულება წლიდან წლამდე უარესდება.

„შვილი ჩვენთვის აღარ არის ღირებული? – არა, და ახლავე აგიხსნით ამ პასუხს: 2026 წლის იანვარ-თებერვალში 120 დასაქმებული ქალი გამოვკითხე, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკში არიან.

სხვათაშორის მსგავსი გამოკითხვა 2022 წელსაც ჩავატარე და გეტყვით განსხვავებას: თუ მაშინ იძახდნენ, რომ შვილების იდეალური რაოდენობა არის 3, დღეს გვეუბნებიან, რომ შვილების იდეალური რაოდენობაა 2.

აღმოჩნდა, რომ მათგან უმეტესობას აქვს დროის სიმცირე, რომელსაც ოჯახთან, ბავშვთან ერთად ატარებს. ასევე რთული ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.

როცა საფრთხე ექმნება ეროვნულ ინტერესებს, ის უფრო წინ უნდა დააყენო, ყველაფერზე წინ,“ – განაცხადა დემოგრაფმა.

ლელა მენაბდიშვილმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წყვილებს, რომლებიც უშვილობას „ებრძვიან“ სახელმწიფო გვერდით არ უდგას და მათ მარტო უწევთ გამკლავება საკმაოდ დიდ ფინანსებთან.

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ. როცა ასეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ, ხომ შეიძლება, რომ რაღაც ნაწილი ხარჯი სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე,“ – აღნიშნა მან.

დემოგრაფმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება პირველ რიგში სწორი განათლებით უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, მისი თქმით, საკმაოდ ცუდ შედეგს მივიღებთ.

„პრობლემის მოგვარება პირველ რიგში განათლებით უნდა დავიწყოთ. დღეს ჩვენ ბავშვებს არა პატრიოტებად, არამედ მსოფლიო მოქალაქეებად ვზრდით. საზღვარგარეთ კარგია, მაგრამ ბავშვმა თუ არ გააცნობიერა, რომ ის არის ამ ქვეყნის მკვიდრი და მან უნდა თავის შთამომავლობას შეუნახოს ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ისე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, რა იქნება ათეული წლების შემდეგ, არავინ იცის,“ – განაცხადა მან.

BPN.GE

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *