შეიქმნება სამუშაო ჯგუფი დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე – პრემიერი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. მისი თქმით, შეჯერდნენ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით, მუშაობა დაიწყება.  მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. […]

Continue Reading

პატრიარქი შიო 7 ივნისის ნათლობის შემდეგ, მონათლულებს დალოცავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. სამსახურის ინფორმაციითვე, 20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს.

Continue Reading

საფრანგეთმა დაზვერვის ორი აგენტი საქართველოდან გაიწვია – Intelligence Online

დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული წამყვანი გამოცემა Intelligence Online ავრცელებს ინფორმაციას საქართველოდან საფრანგეთის მხრიდან დაზვერვის აგენტების გაწვევის შესახებ.გამოცემის ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის “ყოფილი თანამოაზრის” დაკავება – გამოცემა ამ დახასიათების ქვეშ გულისხმობს გიორგი უძილაურს, “ქართუ ბანკის” ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს. ის 5 […]

Continue Reading

რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ შეძენისას – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის გათვალისწინება აუცილებელია სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენისას. “დღეს სასურსათო დანამატების შეძენა სულ უფრო ხშირად ხდება ონლაინ: • ვებგვერდების; • სოციალური ქსელების; • უცხოური პლატფორმების საშუალებით; ონლაინ ვაჭრობა მოსახერხებელია, თუმცა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს სურსათის (სასურსათო) დანამატების შეძენისას ყურადღება მიაქციონ: […]

Continue Reading

დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი – ბაჩო ახალაია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე

დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი, – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მას შემდეგ, რაც მან ჰკითხა, ცნობდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ. მოსამართლემ მას შემდეგ, რაც ახალაიას მისთვის წარდგენილი ბრალდება განუმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია ჰკითხა, რაზეც ახალაიამ უპასუხა, რომ ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. „არ ვიცი. მოგიყვებით მერე […]

Continue Reading

რესტორანში ხინკალი 4.5%-ით, ხაჭაპური 11.6%-ით გაძვირდა – რამ გააძვირა ფასები

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, მაისში რესტორნებში ხინკალი წლიურად 4.5%-ით […]

Continue Reading

დააკავეს მძღოლი, ვინც საავარიო ვითარება შექმნა – მტკვარში ჩავარდნილ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა […]

Continue Reading

მედია – სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს

სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) შესახებ, რომლის პარაფირებაც მაისში, ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიტისას შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა დოკუმენტზე ხელმოწერისას ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის […]

Continue Reading

პრემიერი მედიას – რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო?

რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც ამერიკელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის მარკო რუბიოსთვის დასმულ შეკითხვას ეხებოდა. კობახიძის თქმით, ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც უნდა. „ამერიკული ადმინისტრაცია თავად […]

Continue Reading

როდის დათბება საქართველოში – არის თუ არა მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა

ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დათბეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა (30 გრადუსი და მეტი) მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი განმარტებით, ატლანტიკის ოკეანეში ძალიან მძლავრი პროცესები განვითარდა – არქტიკული ცივი ჰაერის მასები სინუსოიდურად ანუ ტალღებივით მოძრაობდა – ეს ჰაერის მასები ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე დაეშვა […]

Continue Reading