ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევიმ და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ორალოღლუმ. ამასთან, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და […]

Continue Reading

3 კაცის დაჭრისთვის 3 ადამიანი დააპატიმრეს – ვინ არიან ძმები, რომლებსაც წუხელ ცეცხლი გაუხსნეს?

პოლიციამ ქვემო ფონიჭალაში მოხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე 3 პირი დააკავა – შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს (ძმებ ყელბერაშვილებს და მათ მეგობარს) სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი, თუმცა ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე […]

Continue Reading

ამერიკის ვიზისთვის საქართველოს 366 მოქალაქეს ყალბი ისტორია შეუქმნეს – დაკავებულია 9 ადამიანი

პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი ისტორიის (ქეისის) შექმნას და მათთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. ასევე აშშ-ის და კანადის ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადებას. დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, […]

Continue Reading

სასამართლომ, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ანი […]

Continue Reading

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ამასთან „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Continue Reading

პარლამენტს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში წარედგინა

საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს ანგარიშს თავად ივნისის ბოლომდე წარუდგენს, თარიღი კი დაკონკრეტდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. მთავრობის ცნობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ციფრული მმართველობის, საჯარო სერვისების მოდერნიზაციისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 […]

Continue Reading

სტალინის საიდუმლო ღვინის სარდაფი, რომელიც 40 000 ბოთლს იტევდა, პირველად გაიხსნა

პირველად გაიხსნა იოსებ სტალინის კუთვნილი შესანიშნავი ღვინის კოლექცია. საქართველოს მთავრობა, რომელიც ამჟამად ამ უნიკალური საცავის მეურვეა თბილისში, დაახლოებით 40 000 ფრანგული და ქართული იშვიათობის აუქციონზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ “ინდეფენდენტი” წერს. კოლექციაში არსებული ზოგიერთი ბოთლი მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში ღვინის ახალი საგანმანათლებლო სკოლის დაარსებას მოხმარდება.ირაკლი გილაურმა, Gilauri Wines-ის მფლობელმა, რომელიც ამ […]

Continue Reading

ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა – მედია

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. სააგენტომ აღნიშნა, რომ ირანმა და „წინააღმდეგობის ფრონტმა“ – რომელიც მოიცავს მის შიიტ მოკავშირეებს იემენში, ლიბანსა და ერაყში – დასახეს გეგმა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებისა და სხვა […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევრო გახდა

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევროს მიაღწია. მანამდე მისი ღირებულება 90 მილიონ ვროს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტიტულს დაეუფლა. 31 მაისს კი უეფამ „პარი სენ-ჟერმენის“ […]

Continue Reading

ორი დღის წინ სუს-მა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით – მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება – რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება. მისი თქმით, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო […]

Continue Reading