საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ახალი სპორტული სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში ახალი პროგრამით წარდგნენ.

მათ ჯამში 188,99 ქულა დააგროვეს, ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

აღნიშნული გამარჯვება წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტარტია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ გასულ სეზონზე ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *