„ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“ – გვარამიას მიმართვა და წილოსანის პასუხი

დღის სიახლეები პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება.

გავრცელებულ ვიდეოში გვარამია წილოსანს მიმართავს და აღნიშნავს: „ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება“.

„ნინო წილოსანს მივმართავ. ნინო, ძვირფასო, უკვე არც თუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება. დაჯდები და მოჰყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ, ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი. ძალიან ბევრი გვაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი, ყურმოკვრით და მოჩვენებით არა, ზუსტად ვიცი,. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან კარგად ვიცნობთ. დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია გავრცელებულ ვიდეოში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას პასუხობს.

„ეს ნიკა გვარამიას მუქარა ჩემს მიმართ იდოს მაინც აქ, არქივისთვის“, – წერს ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *