ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოიყვანეს, თუმცა ის ნაპირზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა ნაპირზე ამოყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
