ვინ არის ადამიანი, ვინც ნინი შერმადინსა და 25 გამოჩენილ ქართველ ემიგრანტს სიკვდილით ემუქრება – რა ინფორმაციას ავრცელებს ქართველი ემიგრანტი მუსიკოსი [ვიდეო]

დღის სიახლეები საზოგადოება

აშშ-ი მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მუსიკოსი და ბიზნესმენი დავით ღვინიანიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სიეტლიდან ქართველი მამაკაცი დაუკავშირდა, რომელიც არის ავღანეთში ნაომარი და დაჟინებით მოითხოვდა მისგან, ასევე ქართველი ემიგრანტის, მუსიკოს ნინი შერმადინის ტელეფონის ნომერს.

ღვინიანიძის თქმით, მას შემდეგ, რაც შერმადინმა მას უთხრა, რომ ასეთ ადამიანს არ იცნობს, მან უარი უთხრა მისთვის ნინის ტელეფონის ნომრის მიცემაზე.

ღვინიანიძის თქმით, მმაკაცი ამ ფაქტმა გააღიზიანა. ის არაადექვატურადაც საუბრობდა. მას შემდეგ კი, რაც მას უარი ეთქვა შერმადინის ტელეფონის ნომერზე, მისი პასუხი იყო, რომ იგეგმება ნინი შერმადინის მკვლელობა და სურდა, ამის შესახებ მომღერლისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

ღვინიანიძის თქმით, მამაკაცი, ვინც შერმადინის მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მას გაეცნო როგორც დავით გურგენიძე, თუმცა, მისივე თქმით, სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვაგვარად ეცნობა.

“ჩვენ “ჩატ ჯი პი თი”-ს მეშვეობით მოვიპოვეთ ინფორმაცია ტელეფონის ნომრის მიხედვით, რომ ის ეკუთვნის დავით ბედუქაძეს, რომელსაც 2023 წელს დარეგისტრირებული აქვს ორგანიზაცია ნიუ-იორკში. ჩვენ არ ვიცით ეს რამდენად მართალი ინფორმაციაა. მისი ზარი განხორციელდა 30 აგვისტოს. მომდევნო დღეს ნინიმ დამირეკა და შემატყობინა, რომ ამ ადამიანს სხვადასხვა პიროვნებებზე ზეწოლა განუხორციელებია. მას ქეთი ორჯონიკიძისთვის უთქვამს, რომ მოსაკლავთა სიაში მეც ვარ, ნინიც და ქეთიც. ამის შემდეგ ჩვენ მივედით პოლიციაში. პოლიცია აღნიშნულ პირს დაუკავშირდა, რა დროსაც პოლიციას უპასუხა, რომ ის ხუმრობს და მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. მიუხედავად ამისა, დაწყებულია გამოძიების პროცესი” – ამბობს ღვინიანიძე.

მისივე ინბფორმაციით, ნინი შერმადინმა ჩაუგდო მიმოწერა აღნიშნულ პირსა და ეკა ჩიჩუას შორის, რა დროსაც ის ემუქრება რომ “პირადად მოგკლავ. ეს ხუმრობა არ არის. ახლავე წადი, გაიქეცი”.
ღვინიანიძის ცნობით, მისცთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანს, ვინც ქართველ ემიგრანტებს სიკვდილით ემუქრება, 26 კაციანი სია აქვს შედგენილი”.

მუსიკოსი ყველას მიმართავს, ვისაც სათანადო ინფორმაცია გააჩნია მასთან დაკავშირებით, მისწერონ პირადად, რათა სათანადო ორგანოებს წარუდგინოს. ასევე ყურადღებით მოეკიდონ არსებულ სიტუაციას. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *