ხმაური და დაპირსპირებაა ამ წუთებში პირველ სამშობიარო კლინიკაში – გეგმიური ოპერაციის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს.
ნინო მუჯირიას ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ 35 წლის ქალი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა და ოპერაცია გააკეთა იმ ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქალი კომაში ჩავარდა და 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა.
ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარება ისე დაიძაბა, რომ კლინიკაში პოლიციაც მივიდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კლინიკას მანამ არ დატოვებენ, ვიდრე იმ მედიკოსს არ შეხვდებიან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.
გარდაცვილი ქალი გუშინ გვიან ღამით კლინიკიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ჯერჯერობით კლინიკისგან სამედიცინო დოკუმენტაცია არ მიუღიათ, ამიტომ ექსპერტიზას ეროვნულ ბიუროში ჯერ ვერ უკეთებენ.
რა გახდა 35 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, ახლა სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
“ტვ პირველი”
