თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“.
„110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი.
ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.
