დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს – საპატრიარქო

Uncategorized დღის სიახლეები საზოგადოება

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი ტკივილი განიცადა – ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით თანამოქალაქის მიერ მშობლიური კერის იძულებით დატოვება და ძვირფასი შვილების დაკარგვა საქართველოს ისტორიის უმძიმესი ფურცელია…

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას.

იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას, რათა გარდაცვლილთათვის ღირსეული პატივი მიეგოთ, ხოლო ცოცხალთათვის დახმარება და ნუგეში აღმოეჩინათ.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.

ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.

მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყოველ უმძიმეს ეტაპზე ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლე გაიღონ და ერთი წამი მარადისობად აქციონ…

მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს! უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მათ სულებს!“ – ნათქვამია განცხადებაში.

უფალმა აკურთხოს და მომადლოს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული სრულიად საქართველოს!

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *