“უვადო ეკუთვნის და არა 4-დან 7 წლამდე. ჩვენ ამას არ შევეგუებით, გამორიცხულია” – გორში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.  დაღუპულების ოჯახი ითხოვს, დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯოს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კაცმა დედა-შვილს ავტომობლი დააჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაშავებულებისთვის დახმარება არ გაუწევია.  ამასთან, დღეს, […]

Continue Reading

“მინდა ოფიციალურად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო…” – იხურება თუ არა ტელეკომპანია “ფორმულა”

ტელეკომპანია ,,ფორმულას” თანადამფუნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დახურვის შესაძლებლობა არასოდეს განხილულა და ამაზე საუბარი არც მომავალშია მოსალოდნელი.მისივე თქმით, პირიქით, დიდი სურპრიზებია მოსალოდნელი. ,,ტვ ფორმულას სახელით მინდა ოფიციალურად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრობლემების მიუხედავად, არათუ არ ვიხურებით, არამედ არც არასდროს განგვიხილავს ეს შესაძლებლობა და არც მომავალში ვაპირებთ და პირიქით – მოემზადეთ დიდი სიურპრიზებისთვის. აქვე […]

Continue Reading

შიო მესამე – ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საზოგადოებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაული  მიულოცა. შიო მესამემ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე – კვართი უფლისა და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, საქართველოშია დავანებული. ამასთან, შიო მესამის განცხადებით, სიწმინდეებს უნდა მივეახლოთ […]

Continue Reading

ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში პოლიტიკური “პარტიების გენოციდურ დევნას” ახორციელებს. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ სწორედ ოპოზიციის დევნა იქნება ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი, რის გამოც ძალიან მალე ივანიშვილს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე გაასამართლებენ. ის, რაც ახლა ხდება ქვეყნის თავს, ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი […]

Continue Reading

“ვფიქრობ, პატრიოტიზმი მხოლოდ სამშობლოში ცხოვრება არ არის… იყო დღეები, როდესაც ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარი მედო და ვაშლით ვიკვებებოდი” – ნინი შერმადინის ექსკლუზიური ინტერვიუ “პრესექსპრესთან” აშშ-დან

ჩვენი ვებ-გვერდი მკითხველს სთავაზობს რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ და მოღვაწე ჩვენს წარმატებულ თანამემამულეებთან ინტერვიუების მომზადებას. დღევანდელ ჩვენს სტუმარს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. “pressexpress.ge”-ს ნინი შერმადინი ესაუბრება: – თავდაპირველად, მოდით, ემიგრაციის შესახებ ვისაუბროთ. მშობლიურ ქვეყანას ადამიანი რამდენიმე მიზეზით ტოვებს. ამ მიზეზებს შორის არის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოტივი, ასევე პირადი განვითარების უკეთესი შესაძლებლობა. გვითხარით, ნინი შერმადინის შემთხვევაში რა […]

Continue Reading

ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა – პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი – განახლებული

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც სკუტერით მოძრაობისას მანქანა დაეჯახა, საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებებს განმარტავს. როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, აღენიშნება დაჟეჟილობა, ტვინის შერყევა, თუმცა მისივე თქმით, „სერიოზული სანერვიულო არაფერი არ არის“. „არაფერი ისეთი სანერვიულო არ არის, სკუტერით მოვდიოდი, დამეჯახა მანქანა, ჩამიჭრა. ნელა მოვდიოდი, ცოტა ხანი ვიფორთხიალე, ამიტომ ბევრი დაჟეჟილობა და კანი მაქვს ატყავებული. ტვინის […]

Continue Reading

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. დაშავებული მუშის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ხარაჩო ერთი საათის წინ ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ […]

Continue Reading

რიკი მარტინმა საქართველოში 16 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

რიკი მარტინმა საქართველოში 16 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა – საქართველოში არტისტის გამოსვლის გაუქმების შესახებ კონცერტამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი. პოსტი პრომოუტერის Instagram-ის ანგარიშზე, parklive-ზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში წერია, რომ კონცერტის გაუქმება თავად რიკი მარტინმა გადაწყვიტა. „ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, არტისტმა გადაწყვიტა კონცერტის გაუქმება. შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნება ბილეთების პლატფორმაზე მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში. […]

Continue Reading

ბიძინა ივანიშვილს 2027 წლის მეორე ნახევარში ან 2028 წლის დასაწყისში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ეტყვიან, ან ჩატარდება არჩევნები, ან თავს მოგჭრით – გვარამია

ბიძინა ივანიშვილს 2027 წლის მეორე ნახევარში ან 2028 წლის დასაწყისში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ეტყვიან, ან ჩატარდება არჩევნები, რასაც ჰქვია არჩევნები, ან თავს მოგჭრით, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ნიკა გვარამიამ მომავალ არჩევნებზე საუბრისას თქვა, რომ ვერ მოუწოდებს ადამიანებს, არჩევნებზე მივიდნენ, როდესაც მილიონი ქართველი, რომლებსაც უზარმაზარი […]

Continue Reading

მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის) მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა. „გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის  ხიდის […]

Continue Reading

ავარიას 19 წლის გოგონა შეეწირა! – ვინ არის დაღუპული, რომელიც დაბადების დღიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა?

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის თამო მოდრეკილაძე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან, ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ. მანქანაში კიდევ რამდენიმე ადამინი იჯდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა – პროექტი ₾288 მლნ ჯდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება […]

Continue Reading

დაკავებულია 121 ადამიანი – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – შსს

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მისივე განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 15 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან […]

Continue Reading

დღეს ვლაქერნობაა – 15 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის დადების დღეს – ვლაქერნობას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი იერუსალიმელი პატრიარქის წმიდა იუბენალის ხსენების დღეც არის. ვლაქერნობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი კი ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან […]

Continue Reading

თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება

“თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება”- ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნარიმან ფიცხელიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის თხევადი გაზის გასამართი სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას „ფასი მუდმივად იზრდება მომწოდებლების მხრიდან, ბირჟებზე მუდმივი გაძვირება და შეფერხებები მიმდინარეობს. შესაბამისი შედეგი ამ დღეებში უკვე აისახა და კიდევაც აისახება ქართულ რეალობაში. ამ […]

Continue Reading

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ბალონის აალების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მსუბუქი დამწვრობები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებიც იყვნენ მობილიზებული. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

რატიანის კლინიკაში, მიცვალებული ნახევარი დღე სხვა პაციენტებთან ერთად ჰყავდათ მოთავსებული – რას წერს ნინო ჯღარკავა

ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას მწვავედ აკრიტიკებს. ჯღარკავა, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერებთან დაახლოვებული პირია, საზოგადოების ნაწილი კი მას “ოცნების” პროპაგანდისტად მიიჩნევს, ამტკიცებს, რომ მისი ნათესავი კლინიკაში არასათანადო პირობებში მკურნალობდა, პაციენტებს სათანადოდ არ უვლიდნენ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრებს თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. როცა ადამიანებს და ურთიერთობებს პატივს სცემ, უფრთხილდები, რაც სათქმელია იმ წამს […]

Continue Reading

ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წერს. სააგენტოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. „ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს კიდევ 3 სიხშირეს. შედეგად, ერევანი – ბათუმი – ერევანის საჰაერო […]

Continue Reading

ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო… “მოხუცებულთა ბაღი” დავარქვით” – მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა. როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მსგავსი ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო. “საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ “ბეთლემს”, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა, სკოლამდელთა აღზრდისა და ინკლუზიური სწავლების ცენტრი. […]

Continue Reading

15 წლის მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოვარდა – სად მოხდა ტრაგედია

თბილისში, 15 წლის მოზარდი მე-9 სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით, უცნობია. მომხდარზე შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ნაკლების ჩვენება გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული – შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ!

ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული – მაშინ როცა საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ! – ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ქართველ ხალხზე ცალკე და ხელისუფლებაზე – ცალკე, „მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა“. „2024 წელს და 2025 წელს არჩევნებში ხელისუფლებამ […]

Continue Reading

ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება ხალხის ფულს იპარავს – ასეთი მასშტაბის კორუფცია შევარდნაძის დროსაც არ აქვს საქართველოს ნანახი – “ლელო”

ბოლოდროინდელმა დაკავებებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ისეთად, როგორი მასშტაბის კორუფციაც შევარდნაძის დროსაც არ აქვს დამოუკიდებელ საქართველოს ნანახი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი გუნდი კლანურ დაპირისპირებაში იმყოფება წინა მმართველ გუნდთან და მხოლოდ ამის […]

Continue Reading

ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა – ირაკლი რუხაძე

ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პოდკასტში „საქართველოს დაბადება“. როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას დიდი ენერგია და რესურსები დაახარჯა, თუმცა, ბოლომდე ვერ მიიყვანა. “მე სულ ვეკამათებოდი სხვათა შორის. არ ვიცი, არგუმენტები რა ჰქონდა, მაგრამ უამრავი ფული დახარჯა, რომ გამოეძიებინა ეს ამბავი, დაცვებზე, ამაზე იმაზე, სულ […]

Continue Reading

სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა

საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ 16 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე […]

Continue Reading

გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეებმა დემონტაჟი თავად არ განახორციელეს – კალაძე სადგურის მოედნის გაწმენდაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა მოქალაქეებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემასა და დისკომფორტს წარმოადგენდა. მერის თქმით, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი თავად არ განახორციელეს, რის გამოც მერიას სპეციალური ღონისძიების ჩატარება მოუწია. „ეს ქალაქი ყველასია. […]

Continue Reading

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების […]

Continue Reading

მერიამ სადგურის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე გარე ვაჭრობის დახლები აიღო

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კომპანია „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი უნებართვო კონსტრუქციებისა და ნარჩენებისგან გაათავისუფლა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“, ასევე თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგებას. მერიის ცნობით, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟისა და ტერიტორიის დასუფთავების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებულიცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტეს ჩრდილო მთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი […]

Continue Reading

14 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ივლისს სასწაულთმოქმედთა უვერცხლოთა კოზმა და დამიანეს, მოწამე პოტიტეს, და ღირს პეტრე პატრიკიოსის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში კოზმა და დამიანე – რომსა შინა წამებულნი წმიდანი უვეცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს […]

Continue Reading

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო. ბრენდი საქართველოში Alshaya Group-მა შემოიყვანა, რომელიც ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე Starbucks-ის ფრენჩაიზის მფლობელია. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, Alshaya […]

Continue Reading

შეწყალებასთან დაკავშირებით დავსხდებით, როცა დრო მოვა, გავივლით კის, არას, პლუსს, მინუსს, ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებას – ღარიბაშვილის ადვოკატი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის თქმით, “როცა დრო მოვა” ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველაფერს აწონ-დაწონიან და ამის შემდეგ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს. ამის შესახებ უფლებადამცველმა “პირველებთან” განაცხადა. მისი განმარტებით, შეწყალებაზე გადაწყვეტილება “გონივრული იქნება მაშინ, როცა იქნება იურიდიულად დამდგარი შესაბამისი შედეგები და მომენტი”. ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილი […]

Continue Reading

მილიონობით გულშემატკივარი მოითხოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვას

მილიონობით გულშემატკივარი მოითხოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვას. პეტიციის ავტორებმა უკვე შეაგროვეს 3 მილიონი ხელმოწერა. ისინი აცხადებენ, რომ “ფიფა” არგენტინას ფინალურ ტურნირამდე „ათრევს“ მსაჯების გადაწყვეტილებებით და პლეი-ოფის მარტივი წილისყრით — მათი მეტოქეები იყვნენ კაბო-ვერდე, ეგვიპტე და შვეიცარია. „რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენ დანარჩენებმა, თუ გამარჯვებული უკვე გადაწყვეტილია?“ – ნათქვამია პეტიციაში. კამპანიის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ არგენტინა-ალჟირის მატჩის […]

Continue Reading

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს “რიყე დომ”-ის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მისი დემონტაჟის უფლებით გასხვისებას ითვალისწინებდა, რაც ადგილზე მინიმუმ 44 მილიონი ლარის ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო. 2025 წლის ივნისში “რიყე დომ”-ის […]

Continue Reading

ლევან იოსელიანი – ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმაურება. იოსელიანს მაგალითად მოჰყავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოტანილი განაჩენები და პარალელს ავლებს ელისაშვილის სასჯელზე. „ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე; ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი; დავით კეზერაშვილი – 5 წელი; ბაჩო ახალაია – 9 წელი; მეგის ქარდავა – […]

Continue Reading

პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც, ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს – მეუფე ვახტანგი პატიმრების შეწყალებაზე

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის ინფორმაციით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს. ასე უპასუხა მეუფემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ინდივიდუალურადაც მიმართონ. „მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, […]

Continue Reading

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას. მისივე თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა. „მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა […]

Continue Reading

ჩემთან ქიშპობის და კბენების დრო არ არის – სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი „განმათავისუფლებელი წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. სააკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და უთხრა, რომ ახლა ქიშპობის და ინტრიგების დრო არ არის. “მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმანთავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პროგრესი”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე. როცა რუსეთი […]

Continue Reading

გარემოს ეროვნული სააგენტო – 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 […]

Continue Reading

ძლიერ სიცხეს ევროპაში, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები იმყოფებიან – გარდაცვლილთაგან 9 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტების შეფასებით, ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი დონის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა რამით „უკიდურესად რთულია“. […]

Continue Reading

რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე – ირაკლი კობახიძე

არის ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100 %-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს და უპირისპირდება […]

Continue Reading

კაია კალასი – საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ […]

Continue Reading

“თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს” – ალიევი

თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდად არაფერი შეიცვლება. დიახ, შესაძლოა, საბჭოს წევრად დარჩენა უკეთესი იყოს, არ ვიცი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეს შუშას მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა […]

Continue Reading

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება – პრემიერი

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ […]

Continue Reading

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს – წირვას შიო III აღავლენს

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს. 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული […]

Continue Reading

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება განმარტავს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით […]

Continue Reading

13 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმინდა დინარა დედოფალის ხსენების დღე. წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება – სვეტიცხოვლობა საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. […]

Continue Reading

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ წყალი მუხლამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო. მომხდარის […]

Continue Reading

საფრანგეთმა ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ექსპერიმენტულად განათავსა A400M სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა BFMTV-ზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავი აღიჭურვა წყლის ჩამოსაღვრელი კომპლექტით, რომელსაც შეუძლია 20 000 ლიტრი წყლის ჩამოღვრა ხანძრის კერაში, რაც სამი Canadair-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავის მოცულობას უტოლდება. ნუნესმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტი პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თანხმობით ჩატარდა […]

Continue Reading