ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.
დაშავებული მუშის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ხარაჩო ერთი საათის წინ ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
