ტელეკომპანია ,,ფორმულას” თანადამფუნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დახურვის შესაძლებლობა არასოდეს განხილულა და ამაზე საუბარი არც მომავალშია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, პირიქით, დიდი სურპრიზებია მოსალოდნელი.
,,ტვ ფორმულას სახელით მინდა ოფიციალურად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრობლემების მიუხედავად, არათუ არ ვიხურებით, არამედ არც არასდროს განგვიხილავს ეს შესაძლებლობა და არც მომავალში ვაპირებთ და პირიქით – მოემზადეთ დიდი სიურპრიზებისთვის.
აქვე დავსძენ, რომ გილოცავთ, ვისაც გაგიხარდათ და არ ხართ მართალი, ვისაც გეწყინათ” – ამბობს მშვილდაძე.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
