გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეებმა დემონტაჟი თავად არ განახორციელეს – კალაძე სადგურის მოედნის გაწმენდაზე

დღის სიახლეები საზოგადოება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა მოქალაქეებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემასა და დისკომფორტს წარმოადგენდა.

მერის თქმით, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი თავად არ განახორციელეს, რის გამოც მერიას სპეციალური ღონისძიების ჩატარება მოუწია.

„ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ისეთი ლოკაციაა (ბაზრობების ტერიტორია), სადაც გარე მოვაჭრეებს შეუძლიათ შევიდნენ და საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა იქ განაგრძონ.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *