საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა დაფიქსირდა დმანისის მუნიციპალიტეტში. პირველადი მონაცემებთ, მისიწძვრის სიმძლავრე შეადგენდა 3 მაგნიტუდას. „დღეს თბილისის დროით 18:04-ზე ქალაქი დმანისიდან დასავლეთით 19კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 4კმ-ში მოხდა 3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მინისტრი – მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ – ტელეფონების შეზღუდვა ხდება მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს

ჩემი ინფორმაციით, მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესანახ ყუთებს სკოლები ინდივიდუალურად იძენენ და მათი განთავსების ადგილსაც თავად არჩევენ. “ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე ეს ყუთები შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არ არის ტელეფონის მიტანის აკრძალვა, როგორც ამას ავრცელებდნენ. ასევე, […]

Continue Reading

ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, მაჭახელას ქუჩის პირველ შესახვევში, ნახევარფაბრიკატების საწარმო შემოწმდა, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, შპს „აი გემო“ ნახევარფაბრიკატების წარმოებასა და რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა წარმოებისა და შენახვის პროცესში, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი […]

Continue Reading

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა – პოლონეთის შსს

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე ვრცელდება. სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლონეთიდან უცხოელი მოქალაქეების დეპორტაციის რაოდენობა 330%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2023 წელს პოლონეთიდან 3 000 უცხოელი გააძევეს, ხოლო 2025 წელს […]

Continue Reading

პირველკლასელების სასკოლო ფორმების შეძენა 1-ელი სექტემბრიდან ონლაინაც იქნება შესაძლებელი

პირველკლასელების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას პირველი სექტემბრიდან სპეციალური ონლაინპლატფორმის საშუალებითაც შეძლებენ. ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე formebi.emis.ge-ზე, ონლაინ შეძენილი პროდუქტის მითითებულ მისამართზე მიწოდებას კი „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს. ახალი ელექტრონული პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს. “ელექტრონული პლატფორმა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

24 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აგვისტოს მოწამე ევპოლოს მთავარდიაკონის, მოწამე სოსანა ქალწულისა და მისთანა: გაიოზ რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდიოსისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ […]

Continue Reading

“რევოლუციური გარდატეხა“ კიბოსთან ბრძოლაში – რა შედეგი აჩვენა ახალმა, პერსონალიზებულმა ვაქცინამ

ფარ­მა­ცევ­ტულ­მა გი­გან­ტებ­მა, Moderna-მ და Merck-მა, შექ­მნეს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­მაც კა­ნის ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნის – მე­ლა­ნო­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს არ არის მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბის მცდე­ლო­ბა, არა­მედ ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სია, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­ას და კი­ბოს­თან ბრძო­ლას მთლი­ა­ნად შეც­ვლის. რო­გორ მუ­შა­ობს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა? იმის გა­სა­გე­ბად, თუ რა­ტომ არის ეს სი­ახ­ლე ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, საკ­მა­რი­სია […]

Continue Reading

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია – NAEC-ის სტატისტიკა

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის ვერ გადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკაშია – 31.69%, შემდეგ მოდის ბიოლოგია – 31.42% და ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე – 31.2%. შესაბამისი სტატისტიკა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე დაბალი ვერგადალახვის მაჩვენებელი ლიტერატურასა და გერმანულ ენაშია. სტატისტიკა: ცნობისთვის წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 აგვისტოს

თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +22°. გაგრა — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +22°. ოჩამჩირე — დროგამოშვებით ღრუბლიანობის […]

Continue Reading

23 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 აგვისტოს მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონის, სიქსტე პაპის, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონთა, რომანოზ მხედრის – რომაელთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი – რომაელნი წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. […]

Continue Reading

საქართველოს მოსახლეობა ფინანსური თაღლითობის კიდევ ერთ სქემის შესახებ გააფრთხილეს

საქართველოში გააქტიურდა ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა, აფრთხილებს მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“. ორგანიზაციის ინფორმაციით, თაღლითობის ახალი სქემა უშუალოდ იმ პირებზეა გათვლილი, ვინც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდის. თაღლითური სქემა მუშაობს შემდეგნაირად: თაღლითები პირს უკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.უგზავნიან მას ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი. […]

Continue Reading

ბათუმში 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებენ

ბათუმში 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს ბათუმში იმყოფებოდა. ამის შესახებ “აჭარა თაიმსი” წერს. ახლობლების თქმით, ლევან ფირცხალაიშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ. ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, თუ ვინმეს ლევანის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვთ, დაუკავშირდნენ ნომერზე: 555 32 35 29. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

Wizz Air-მა შესაძლოა, მგზავრები მარტივი სამგზავრო აქსესუარისთვის დააჯარიმოს

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული, კომპანიის წესები მას ხელბარგის სრულფასოვან, ცალკე ნივთად კლასიფიცირებს. „კისრის ბალიში არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად. თუ ის არ ჯდება თქვენი ხელბარგის დასაშვებ ნორმაში, ის ჩაითვლება […]

Continue Reading

ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ექს-პრემიერის ადვოკატი

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ავრცელებს. საუბარია ღარიბაშვილის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილზე. ლილი გელაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ ნათია ტამაზაშვილი ექს-პრემიერის უფლებებს იცავს. “ვინ იქნება შემდეგი?”- წერს ადვოკატი გავრცელებლ პოსტში. “გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია […]

Continue Reading

სახელმწიფომ რეკორდული 164 მილიონი ლარი მიიღო – ვის მოუწია ჯარიმების გადახდა

2026 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 164 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მლნ ლარით, ანუ 29.6%-ით მეტია. დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 65.6 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, […]

Continue Reading

ვის გადაეცემა უფასოდ სასკოლო ფორმა – რა ჩაიწერა დადგენილებაში

საქართველოს მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ უზრუნველყოფის პროგრამში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც პროგრამის ბენეფიციართა წრეს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებიც დაემატნენ. ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებით შევიდა ძალაში. დოკუმენტით განახლდა 3 აგვისტოს დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“. ახალი წესის მიხედვით, უფასო სასკოლო ფორმის მიღების უფლება ექნებათ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +27, +32°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

22 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

ეკლესია 22 აგვისტოს მატათა მოციქულის, დიაკონ სევერიანეს, მოწამე ანტონი ალექსანდრიელის; ღირსი ფსოე ეგვიპტელის, მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. მატათა მოციქული მატათა მოციქული იყო ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, შემდეგ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული. წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და […]

Continue Reading

დედაქალაქში 948 108 ერთეული ავტომანქანაა, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48% – სტატისტიკა

საქართველოში მოძრავი ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის – ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან დედაქალაქში – 948 108 ერთეული, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48%. მეორე ადგილზეა იმერეთი, სამეულს კი ხურავს ქვემო ქართლი. მონაცემები, თუ რომელ რეგიონში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული: […]

Continue Reading

გთხოვთ, ყველამ ერთად მოვითმინოთ – ეს არის დროებითი დისკომფორტი – კახა კალაძის განცხადება

ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის […]

Continue Reading

პუნქტების მისამართები თბილისსა და რეგიონებში, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლოო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. კერძოდ, სამუშაოები დღები იქნება ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. თბილისი: გლდანი-ნაძალადევი მისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35 მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი […]

Continue Reading

21 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 აგვისტოს ღირსი ექვთიმეს, ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსის, წმიდა მირონ საკვირველთმოქმედის ღირსი გრიგოლი სინელის,მოწამეთა ელეფთერისა და ლეონიდეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში ღირსი ექვთიმე – ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი წმიდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმიდა ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, […]

Continue Reading

რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს

რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს. კერძოდ, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური აღნიშნავს,რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოგზაურთა რეკორდული ნაკადი შვებულებებთანაა დაკავშირებული. “ამავდროულად, ახლა მოგზაურთა დიდი ნაკადი სწორედ რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით აღინიშნება. ეს დაკავშირებულია შვებულებების სეზონის დასრულებასთან და დასვენების შემდეგ მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაბრუნებასთან. ამასთან ერთად, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გავლის […]

Continue Reading

ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება, სადაც სასკოლო ფორმას შეიძენთ – მინისტრი

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება. ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის […]

Continue Reading

“ჩაკრულოს” კოსმოსში მოგზაურობის დაწყებიდან თითქმის 50 წელი გავიდა – რას წერს აშშ-ის საელჩო

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო როგორც საელჩო აღნიშნავს, ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”. „დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო.1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან, NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, […]

Continue Reading

მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027-2028 სასწავლო წლამდე გადავადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 20 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდანგავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნავარაუდევია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. თბილისი: დილის საათებში ხანმოკლე […]

Continue Reading

20 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია 20 აგვისტოს ღირსმოწამე დომენტი სპარსის და ორი მისი მოწაფის, მოწამეთა მარინისა და ასტერიოსის, ღირსი ორესის ღირსმოწამე პოტამია საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია 20 აგვისტოს ღირსმოწამე დომენტი სპარსის და ორი მისი მოწაფის, მოწამეთა მარინისა და ასტერიოსის, ღირსი ორესის ღირსმოწამე პოტამია საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსმოწამე დომენტი სპარსისა და მისი ორი მოწაფე […]

Continue Reading

გაფრთხილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან – არ გადახვიდეთ მითითებულ ვებ-გვერდებზე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თანახმად, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა გარემოსდაცვითი […]

Continue Reading

პატრიარქი – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს. გავა რამდენიმე თვე, თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო შიო III-მ სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა […]

Continue Reading

რუსთავში თამარ მეფის მამის – გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

რუს­თავ­ში, არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ, რუს­თა­ვის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­სახ­ლის IV დარ­ბაზ­ში, თა­მარ მე­ფის მა­მის- გი­ორ­გი III-ის პე­რი­ო­დის მო­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქა­ლა­ქის მერი ნინო ლა­ცა­ბი­ძე ავ­რცე­ლებს. ო­ნე­ტა მე-12 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შია. მო­ნე­ტის წინა მხარეზე გა­მო­სა­ხუ­ლია, მეფე, რო­მელ­საც ხელ­ზე შე­ვარ­დე­ნი უზის. მო­ნე­ტის არე­ზე, ქარ­თუ­ლი მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით წე­რია გი­ორ­გი მე­ფის სა­ხე­ლი და ასოთმთავ­რუ­ლი წარ­წე­რა – ქო­რო­ნი­კონ […]

Continue Reading

ზემო ლარსზე საშვებულებო სეზონის ფონზე რეკორდული მგზავრთნაკადი დაფიქსირდა

რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსზე სამგზავრო ნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ერთ დღეში საკონტროლო პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება “დოჟდი” წერს. მისივე ინფორმაციით, ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსზე ერთ დღეში 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა – ეს მაჩვენებლები „მნიშვნელოვნად აღემატება წინა […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახლა, ქვეყანაში ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ცხელებასთან ერთად გამონაყარს, ან ნაწლავის გახშირებული მოქმედებას იწვევს. მისივე თქმით, შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები. „კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. შედარებით შემცირებულია ფილტვის […]

Continue Reading

საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა – საქსტატი

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ძირითადად განაპირობა ქალაქის დასახლებებში დასაქმების მატებამ და სამუშაო ძალის საერთო რაოდენობის შემცირებამ. კერძოდ, ამავე პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 აგვისტოს

არემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 19 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. თბილისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°; საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 59კილომეტრში, ქალაქი დმანისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით, სოფელ მამიშლარში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:24 საათზე დაფიქსირდა – მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი არსით, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ასეთი შემთხვევები მომავალში სრულად გამოირიცხოს. საპატრიარქო მოუწოდებს სახელმწიფოს, საკითხს […]

Continue Reading

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალებას დღესასწაულობს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას მცხეთაში სამთავროს მონასტერში აღავლენს. ფერისცვალება 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის […]

Continue Reading

18 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 აგვისტოს მოწამე ევსიგნიოსის; მღვდელმოწამეთა ანთვირესი და ფაბისა რომის პაპთა; მოწამე პონტიოს რომაელის, მოწამეთა: კანტიდის, კანტიდიანეს და სიბელის – ეგვიპტელთა; ასევე მართლი ნონას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა მოწამე ევსეგნიოსი წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი […]

Continue Reading

“დიდი სიხარულით გელოდებით” – ქალკედონის მიტროპოლიტმა პატრიარქ შიო მესამეს მსოფლიო პატრიარქის მიპატიჟება გადასცა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სტუმარმა უწმინდესს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას. შეხვედრის […]

Continue Reading

მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისთვის ფულადი პრიზები გაიცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე  („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026″) მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, საპრიზო თანხების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს. „XXV ზამთრის ოლიმპიურ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აგვისტოს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი […]

Continue Reading

17 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 აგვისტოს შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანეს, იამბლიხოსის, მარტინიანეს, იოანეს, დიონისეს, ექსაკუსტოდიანეს და ანტონინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. შვიდი ეფესელი ყრმა სულ სამი წელი განაგებდა რომის იმპერიას დეკიუსი, მაგრამ მრავალი ქრისტიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ იმპერატორი კართაგენიდან ეფესოში ჩავიდა, ქალაქის შუაგულში კერპები აღმართა და მსხვერპლი შესწირა, ორიოდე დღის შემდეგ კი მისი ბრძანებით ყველა ქრისტიანს მოუყარეს […]

Continue Reading

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დიდი რაოდენობით მოსავალი ნაგავსაყრელზე გადაყარეს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადგილობრივებმა დიდი რაოდენობით ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამის შესახებ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში სოფლის მცხოვრები და აქტივისტი უჩა ქემაშვილი ავრცელებს. ვიდეოს ავტორის თქმით, ადგილობრივი ფერმერები მოწეული მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, პროდუქცია ხევის პირას, ნაგავსაყრელზე დაეტოვებინათ. მისივე განმარტებით, ხილის ნაწილი პირდაპირ ყუთებითაა გადაყრილი. „მთები აყენია გადაყრილი ატმის. ხედავთ თქვენ, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტეს […]

Continue Reading

`16 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აგვისტოს პირველმოწამე რაჟდენის, მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა ასევე ღირსთა: ისააკის, დალმატის, და ფავსტოს, კოზმა განდეგილის, ანტონი რომაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში […]

Continue Reading

18 აგვისტომდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, […]

Continue Reading