“როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას” – ნინო ჩხობაძე მოსალოდნელ სიცხეებზე

„როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას“ – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტროგადამცემმა ხაზებმა დატვირთვასა და ექსტრემალურ სიცხეებს შესაძლოა, ვერ გაუძლოს. „როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას. შესაძლოა, ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები იყოს, რადგან შეიძლება ხაზებმა ვერ გაუძლოს სიცხეს […]

Continue Reading

„დროა“ – ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ. აღნიშნული ინფორმაციას პარტია „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ, ექიმ მაკა იოსელიანს შეატყობინეს, რომ ელენე ხოშტარია ამ წუთებში გადაჰყავთ “ვივამედში”. მას დღესვე მოინახულებს მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძესთან ერთად,” – აცხადებენ პარტიაში. ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის […]

Continue Reading

მის სახელ უკავშირდება “თბილისი მარიოტი”, ფუნიკულიორის კომპლექსი, ასევე “ქორთიარდ მარიოტი” და “მოქსი” – ცნობილი ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს: “რატომ მიდიან ზედიზედ სწორედ ის ადამიანები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებდნენ, აკეთებდნენ ჩუმად, უკომპრომისოდ, და მიზანმიმართულად? მადლობა ყველაფრისთვის!” – დაწერა ზურაბიშვილმა. კახა გველესიანის სახელს უკავშირდება სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი, ასევე “ქორთიარდ მარიოტი” და “მოქსი”. 1994 წლიდან ის […]

Continue Reading

საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლების წესები გამკაცრდა

1-ელი ივლისიდან კატებისა და ძაღლების გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში. ახალი წესების თანახმად, მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ცხოველი დაექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას. ამას ცხოველების შეჯვარება გამრავლების მიზნით აკრძალულია წელიწადში ერთზე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

1 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსისა მიქაელ ულუმბოელის, ასევე მოწამეთა: ლეონტის, იპატიოსისა და თეოდულეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მიქაელ ულუმბოელი მიქაელ ულუმბოელი იყო ერთ-ერთი 13 ასურელ მამათაგანი, რომლების საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში მოვიდნენ და სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვირდეს. წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იყო მისი პირველი წინამძღვარი. იქვე […]

Continue Reading

“მე ვიქნები პირველი ადამიანი მსოფლიოში, ვინც დაამზადა ყავა თავისი ტექნოლოგიით… ადრე თუ გვიან, ყველა თავის ფესვებს უბრუნდება” – ქართველი ემიგრანტი ბიზნესმენი ბოლონიიდან – კახაბერ ცერცვაძე

წარმოგიდნებთ რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენ თანამემამულეებთან ინტერვიუების ცილს, რომლებიც საზღვაგრეთ ცხოვრობენ და წარმატებით მოღვაწეობენ. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია სოციალური ქსელებიდან ბევრისთვის კარგად ცნობილი ქართველი, წარსულში ექიმი და ამჟამად ბიზნესმენი, რომელიც უკვე მრავალი წელია, იტალიაში ცხოვრობს და წარმატებით საქმიანობს – კახაბერ ცერცვაძე: – თავდაპირველად, მოკლედ თქვენ შესახებ – სად დაიბადეთ, გაიზარდეთ, რას […]

Continue Reading

ნივთების ონლაინ ყიდვისას როგორ დავიცვათ თავი ახალი ფინანსური თაღლითობისგან

„ფრთხილად იყავით, თუ ნივთებს ონლაინ ყიდით!“ – „საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს ახალი ფინანსური თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. „როგორ მუშაობს სქემა? თაღლითი გიკავშირდებათ, როგორც „დაინტერესებული მყიდველი“. გიგზავნით ყალბ ბმულს, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ონლაინ გადახდების ან საკურიერო სერვისების ცნობილ ვებგვერდებს (ხშირად დასახელებაში მხოლოდ ერთი ასოა შეცვლილი). გთხოვთ ამ ბმულზე საბანკო მონაცემების შეყვანას, თითქოს ნივთის საფასური ასე უნდა […]

Continue Reading

ეკატერინე ხვედელიძე მოკლული გიგა ავალიანის დედას პასუხობს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის გუშინდელ მიმართვას პასუხობს. მასში ნათქვამია: „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია. რაც […]

Continue Reading

თამარ მეფის იშვიათი მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე აღმოაჩინეს

სომხეთში, შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას მკვლევრებმა თამარ მეფის იშვიათი მონეტა, თითქმის სრულად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშის ფიგურები აღმოაჩინეს. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოჩენები ამბერდის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს გაკეთდა. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა თამარ მეფის გამოსახულებიანი მონეტა. არქეოლოგების შეფასებით, ეს […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +24, +29°; მთაში […]

Continue Reading

30 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივნისს მოწამე შალვა ახალციხელის, მოწამეთა: მანუელისა, საბელისა და ისმაილის ხსენების დღეს აღნიშნავს. შალვა ახალციხელი შალვა ახალციხელი იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. თამარ მეფის ვეზირი, ერისთავთერისთავი. ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების – ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი. 1195 წელს შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის […]

Continue Reading

პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი – თანახმა ვართ მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში

როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. „ქალბატონ მაკა იოსელიანთან და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი […]

Continue Reading

პატრიარქის საჩუქარი – როგორ გამოიყურება შიო მესამის მიერ აბიტურიენტებისთვის ნაჩუქარი ჯვარი

ეს ის ჯვარია, რომლითაც 28 ივნისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისული აბიტურიენტები დაასაჩუქრა. “პატრიარქმა დალოცა და ულამაზესი ჯვარით დაასაჩუქრა აბიტურიენტები” – ნათქვამია პოსტში, რომელიც ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა ფეისბუკ გვერდზე “პატრიარქი შიო III • ქადაგებები”. როგორც ცნობილია, გუშინ პატრიარქმა წირვის დასასრულს, აბიტურიენტები დალოცა და ლოცვა-კურთხევის სახით, საჩუქრად, ჯვრები […]

Continue Reading

შესაძლოა, ივლისი-აგვისტო ცხელი იყოს – იცით, რომ რამდენიმე კვირაზე მეტის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია – ექსპერტი

გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტის მამუკა გვილავას პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით გრილი ამინდებია, მომავალ პერიოდში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ იმატოს და ივლისი-აგვისტო ცხელი იყოს. „ზაფხული ცხელი თუ არა თბილი გვექნება. მე არც მახსენდება სხვანაირი ზაფხული საქართველოში, მაგრამ, კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხული ცხელი გვექნება. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 29 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, […]

Continue Reading

29 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივნისს მოწამე ქაიხოსრო ქართველის, წმიდა ტიხონის, ამათუნტელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ტიგროს ხუცისა და მოწამე ევტროპიოს წიგნისმკითხველის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი ცნობა წმინდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ, XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“ გვხვდება. ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმინდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. ის აღნიშნავს, […]

Continue Reading

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე იქადაგა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა. „დღევანდელ სახარებაში გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც საზღვრები, არც სივრცის, არც დროის, მაგრამ უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, თუ გვინდა, […]

Continue Reading

დაბადების დღის წვეულება ტრაგედიით დასრულდა – გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

გერმანიაში, კერძოდ მიუნხენთან ახლოს ტრაგედია დატრიალდა. 24 წლის ქართველი ბიჭი, ბესო მამულაშვილი ტბაში დაიხრჩო. ბიჭი დედასთან და ძმასთან ერთად რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. ის საქართველოში ახლახანს იყო ჩამოსული და ისევ გერმანიაში დაბრუნდა. დღეს ახალგაზრდას დაბადების დღე აქვს, ბესოს 24 წელი შეუსრულდებოდა. მომხდარზე მისი დედის მეგობარი მანანა ვეფხოშვილი “კვირის პალიტრას” მომხდარის დეტალებზე ესაუბრა. “საღამოს 6 საათზე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 28 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 28 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით […]

Continue Reading

28 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივნისს წინასწარმეტყველ ამოსის, მოწამეთა: ვიტეს, მოდესტოსისა და კრისკენტიას, მოწამე დულე კილიკიელის, ღირსი დულე ეგვიპტელის; ღირსი იერონიმე სტრიდონელის, წმიდა ლაზარეს, წმიდა ეფრემის და ნეტარისა ავგუსტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა […]

Continue Reading

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა, _ ინფორმაცია და ფოტო “გურია ნიუსს” ადგილიდან მოაწოდეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

Continue Reading

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა იგორ ბეკურაშვილი. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. გუშინ კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 30 წლის გიორგი დამენიას დაღუპვის შესახებ. ის სენაკიდან იყო და ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. მომდევნო დღეებში ორივე ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართება.

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით […]

Continue Reading

27 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივნისს ელისე წინასწარმეტყველის და მეთოდე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. ელისე წინასწარმეტყველი ელისე იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX საუკუნეში. ელისე იყო აბელ-მეოლას საფატის შვილი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე მას შემდგომ, რაც უფალმა ელია ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცად, ელისე გახდა წინასწარმეტყველთა ვაჟების წინამძღოლი. უფლისადმი უზომო სიყვარულითა და […]

Continue Reading

7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელს

7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელს7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელსსაქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი. კერძოდ, “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, […]

Continue Reading

ხმაური პირველ სამშობიაროში – ოჯახის წევრების ცნობით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა, მას დიალიზის აპარატი ესაჭიროება, თუმცა „გაფუჭებულია და ვერ უკეთებენ“

პირველ სამშობიარო კლინიკაში კვლავ ხმაურია. ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რადგან აღნიშნავენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და არასათანადოდ მკურნალობენ. კერძოდ, განმარტავენ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15 დღეა კლინიკაშია, დიალიზის აპარატი სჭირდება, თუმცა „გაფუჭებული აქვთ და ვერ უკეთებენ“. „გოგოს თირკმელები გაუჩერდა [თირკმლის მწვავე უკმარისობა]. 15 დღეა საავადმყოფოშია. ჭრილობა დაჩირქებულია და შესაბამისი მოვლა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 26 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივნისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით […]

Continue Reading

26 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივნისს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის, მოწამე აკვილინას, წმიდა ტრიფილეს, კვიპრელი ეპისკოპოსის, მოწამის ანტონინას, ასევე ღირსთა: ანასი და მისი ძის იოანესხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი ანთიმოზ ივერიელი 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. მშობლებმა მას ანდრია დაარქვეს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ერისკაცობის დროინდელი ცნობები სამწუხაროდ ძალიან მწირია. 16(სხვა ცნობით 24) წლის ანდრია თურქებმა […]

Continue Reading

თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა. ვარდნის შედეგად პირი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის სხვა დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

Continue Reading

26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე […]

Continue Reading

პარლამენტმა ჯარიმების ოდენობა შეცვალა, ცვლილება დისტრიბუტორებსაც შეეხო

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის. კანონპროექტი 80-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება […]

Continue Reading

2027 წელს UFC-ის ტურნირი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს – რუსული მედია

2027 წელს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, ანუ UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ტურნირი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ამის გარდა, ტურნირის უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩატარებაც განიხილება. ამის შესახებ TASS-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა. “მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტურნირებთან დაკავშირებით, ხოლო უზბეკეთის დელეგაცია UFC-ის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა, სადაც ორგანიზაციის ტურნირის გარდა, ასევე, Zuffa Boxing-ის ჩატარება განიხილება,“ – […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 25 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდანგავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: […]

Continue Reading

25 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ივნისს ღირს იოანე (თორნიკე) მთაწმიდელს; ღირს ისიდორე სამთავნელის; ღირს ონოფრე დიდს, ღირს პეტრე ათონელს, ღირსთა: იოანეს, ანდრიას, ირაკლემონსა და თეოფილეს იხსენიებს. იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი თორნიკე ერისთავი (Xს) ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ილანე მას […]

Continue Reading

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდისას, მამაკაცს ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – არსებული ინფორმაციით, მას საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა, – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ის კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს. „-უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა […]

Continue Reading

ხმაური და დაპირისპირებაა პირველ სამშობიარო კლინიკაში – ოპერაციის დროს დაღუპული 35 წლის ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს

ხმაური და დაპირსპირებაა ამ წუთებში პირველ სამშობიარო კლინიკაში –  გეგმიური ოპერაციის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს. ნინო მუჯირიას ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ 35 წლის ქალი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა და ოპერაცია გააკეთა იმ ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქალი კომაში ჩავარდა და […]

Continue Reading

24 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 24 ივნისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექით.აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს ჩრდილო- დასავლეთის […]

Continue Reading

24 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ივნისს აღნიშნავს ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“, და მოციქულებს ბართლომესა და ბარნაბას იხსენიებს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“) ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც „ღირს არს” ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის გამო […]

Continue Reading

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა , – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების, განათლების, ქალთა უსაფრთხოების, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცლად არის […]

Continue Reading

ეს პროდუქტი ცხელ ამინდში აუცილებლად უნდა მიირთვათ – ნუტრიციოლოგის რჩევა

ნუტრიციოლოგმა პაბლო ოხედამ (მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი) განაცხადა, რომ ცხელ ამინდში რაციონში თევზი უნდა შეიტანოთ. სპეციალისტის თქმით, საკვების სწორი არჩევანი ორგანიზმს მაღალ ტემპერატურასთან უკეთ გამკლავებაში და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დატვირთვის შემცირებაში ეხმარება. ექიმმა განმარტა, რომ ზაფხულში ბევრი ადამიანი ინტუიციურად გადადის მსუბუქ საკვებზე, რადგან სიცხე ხშირად იწვევს კუჭის სიმძიმეს, დისკომფორტს და შებერილობას. თევზი, მეორეს მხრივ, შეიცავს მაღალი […]

Continue Reading

შეიძლება თუ არა ოზემპიკის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით?

მრავალი ადამიანი ოზემპიკს წონაში დაკლებისთვისაც იყენებს, თუმცა მრავალ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა პრეპარატის ამ მიზნით გამოყენება. რა არის ოზემპიკი?ოზემპიკი, ასევე ცნობილი, როგორც სემაგლუტიდი, არის რეცეპტით გაცემული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულებში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად. ის ასევე გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკის შესამცირებლად ქრონიკული თირკმლის დაავადების (chronic […]

Continue Reading

19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქებას ემსხვერპლა! – საკუთარ სახლში იყო, როდესაც ეს საშინელება დატრიალდა

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის გოგო, რო­მე­ლიც მძი­მე დამ­წვრო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 დღე მკურ­ნა­ლობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლოს მკვიდ­რია. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სო­ფელ თუ­ლარ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გაზ­მა გა­ჟო­ნა და აფეთ­ქდა, რა დრო­საც გო­გო­ნამ სხე­უ­ლის მძი­მე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. ის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ლა­მია […]

Continue Reading

მედია – Procter & Gamble-მა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ ურთიერთობა შეწყვიტა

კომპანია Procter & Gamble-მა შეწყვიტა ურთიერთობა ქართულ ტელეარხთან, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა და რუსეთის სახელმწიფოს რუპორად მიიჩნიეს, – ინფორმაციას City AM-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანია აგრძელებდა რეკლამების განთავსებას ტელეკომპანია „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში შეიტანეს. City AM-ის ცნობით, P&G-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, […]

Continue Reading

23 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ ამბროლაურიდან 7კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა.

Continue Reading

23 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია იღუმენია თამარ მარჯანიშვილის, მღვდელმოწამე ტიმოთე – პრუსელი ეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულის, ღირსი თეოფანე ანტიოქიელის და წმიდა პანსემინას, წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში […]

Continue Reading

 თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ხოლო 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა

დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და 1 მილიონ 331 ათასს გადააჭარბა. 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა, – განაცხადა “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მან მოსახლეობის აღწერაზე ისაუბრა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა. „წინა [2014 წლის] აღწერასთან შედარებით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 5%-ით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და 63%-ს შეადგენს. ადრე 57 % იყო. […]

Continue Reading

იპოვეს 8 წლის ბიჭუნას ცხედარი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა

ინ­გუ­შეთ­ში დას­რულ­და 8 წლის ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მაშ­ვე­ლებ­მა და მო­ხა­ლი­სე­ებ­მა ბავ­შვის ცხე­და­რი მდი­ნა­რე სუნ­ჟა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ტრა­გე­დია 2026 წლის 15 ივ­ნისს, ნაზ­რა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იან­და­რე­ში მოხ­და. ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვი ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მდი­ნა­რის პი­რას იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ერთ-ერთი ბიჭი ძლი­ერ დი­ნე­ბა­ში ჩა­ვარ­და და ტოტს მო­ე­ჭი­და. 8 წლის ხი­ზი­რი მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ადი­დე­ბულ […]

Continue Reading

დიახ, პატრიარქო შიო, ღვთის სიმართლე უფრო მნიშვნოვანია, ვიდრე საჭმელი, სასმელი და მიუვალ მონასტრებში ჯაკუზებიანი სენაკები, მოოქროვილი გუმბათები და ძვირადღირებული ჯიპები – რას პასუხობს პეტრე კოლხი პატრიარქს

“ოფიციალურად მილიონერ ეპისკოპოსებს თუ ასმენინებთ, მათი გული, ყური და გონება დახშურია” – ემიგრაციაში მყოფი სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პატრიარქ შიო მესამის გუშინდელ ქადაგებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ “რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? – რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!”. “დიახ, პატრიარქო შიო, ღვთის სიმართლე უფრო მნიშვნოვანია, ვიდრე […]

Continue Reading