ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, რის შედეგადაც პროდუქციის ნაწილი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.
.გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
