დღეს დიდგორობაა. მთავარი სახალხო ზეიმი, ტრადიციულად, დიდგორის ველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმართება, სადაც საზეიმო და კულტურული ღონისძიებები ტარდება.
დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) გაიმართა. საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა უდიდეს გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება.
დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ამასთანავე, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
