ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!” – ვის მიმართავს მომღერალი ნინი შერმადინი

დღის სიახლეები საზოგადოება

ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ფეისბუქის” მომხმარებლის ქეთევან მიქიაშვილს პოსტს, რომელსაც ჩამოთვლილი ჰყავს ის ადამიანები, ვინც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდა.მათ რიცხვში მოხსენიებულია ნინი შერმადინი, რომელთან დაკავშირებითაც პოსტის ავტორი წერს, რომ შერმადინი რუსეთში 2005 წელს იყო: “2005 წ. ნინი შერმადინი (2008 წლის რუსულ სტატიაში წერია აქ უნდა იმღეროსო და ჩემზე წერს უნდა ვუჩივლოო, 2005 წელს ვიყავიო და 2005 წელს ეტყობა ბიზანტიას ჰქონდა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაპყრობილი. ესეც წყარო, რატომაც მეწერა 2008 წ.”


ნინი შერმადინი:
ეს ქალბატონი არის მატყუარა და ცილისმწამებელი. თუ შეიძლება მომითაგეთ ადვოკატი, რა ფორმით შეიძლება ვუჩივლო ცილისწამებაზე მასაც და პოსტივისაც, რომელმაც მსგავსი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა!

2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დამიდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე! ან გაასაჯაროვეთ ფაქტი, არათუ სადმე ვიმღერე, თუნდაც სტუმრად თუ ვიყავი ერთი დღით მაინც რუსეთში, საზღვრის კვეთა მაინც რომ დამიფიქსირდეს, ბოდიში აქეთ მექნება მოსახდელი. ასე რომ, ან საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ ცილისწამების გამო!!!!! ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!”

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *