შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, რომ 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, განმარტებას აკეთებენ

დღის სიახლეები საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრში განუცხადეს, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათემატიკის მასწავლებლების 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, მათ არ გაუვრცელებიათ.

„ცენტრს მასწავლებლის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია“, – განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგიერთ საგანში, 2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათემატიკის პედაგოგების 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *