“ვაპირებდი 112-ში დარეკვას, რამდენიმემ გაქცევა სცადა. ერთმა ტელეფონი წამართვა. ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ” – საბურთალოზე ნაცემი კურიერი

დღის სიახლეები საზოგადოება

ვრცელდება ნაცემი კურიერის პირველი კომენტარი. ახალგაზრდა ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორებას არასრულწლოვანთა დაჯგუფება ტელეფონით იღებდა.
დავით დვალიშვილის თქმით, მას ზურგიდან მიეპარნენ და იმის გამო გაუსწორდნენ, რომ შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ, ტელეფონზე დარეკა.

ნაცემი ახალგაზრდის განცხადებით, სავარაუდოდ, მოძალადეები ფიქრობდნენ, რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა.

“როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდი, მოვიდნენ ჩვენთან – “პოლიციაში დაგვასმინეო, ჩაგვიშვიო”. როცა წამოვედი დამამცირებელ ტონს მოუმატეს. ამოიღეს ტელეფონი და მგონი, გადაღებაც დაიწყეს. [გაანათა ტელეფონმა]. მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. დიდი ალბათობით, იქ ლარგს არაფერს მალავდნენ ან ეძებდნენ, დანამდვილებით არ ვიცი.

ტელეფონი რომ ამოვიღე, მართლა ვაპირებდი 112-ში დარეკვას, რამდენიმემ გაქცევა სცადა. ერთმა, რომელიც გვერდით მომყვებოდა, ტელეფონი წამართვა. ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ.

ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს, მირტყეს მუშტები. ფოტოები რაც ვნახე ყველა ამოვიცანი”- თქვა მან.

დავით დვალიშვილს თავს გუშინ ღამით, საბურთალოზე დაესხნენ.

ხუთი მოზარდიდან არც ერთი ამ დრომდე დაკავებული არ არის. მათ დასჯას დაზარალებული ითხოვს, რომელსაც ამ დრომდე ეტყობა ძალადობის კვალი.

“ტვ პირველი”

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *