ობიექტების მშენებლობა არ შეჩერებულა და კვლავ მიმდინარეობს – ვალერი გელაშვილი

ბიზნემენი ვალერი გელაშვილი ხაშურსა და თბილისსში მის მიერ დაწყებულ მშენებლობებს განაგრძობს. ამის შესახებ მან საონფორმაციო პორტალ “პრესექსპრესს” განუცხადა. მისი თქმით, თავის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა ქონებას ყიდის იმისთვის, რომ დაწყებული მშენებლობები დაასრულოს. ბიზნესმენის განცხადებით, ორივე ობიექტზე მშენებლობა არ შეჩერებულა და კვლავაც მიმდინარეობს. მანამდე მედიით გავრცელდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ხა­შურ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ ბიზ­ნესს ყი­დის და მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელ […]

Continue Reading

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული […]

Continue Reading

პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები – ამირან გამყრელიძე

სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან […]

Continue Reading

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად – წერს მიშო სულუხია, რომელსაც შსს პასუხობს

მომღერალი მიშო სულუხია ამბობს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩქცმული ახალგაზრდები, რომლებიც მას პოლიციელებდ გაეცნენ, ფიზუკურად გაუსწორდნენ. სულუხია წერს, რომ შემთხვევა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომღერლის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც ტელეფონი წაართვეს და გაუტეხეს, ნახა როგორ ამზადებდა აღნიშნული ჯგუფი ” შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს”. სულუხიას განცხადებით, ამის შემდეგ მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა, ტაქსის მძღოლი კი, რომლის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7 +12°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით […]

Continue Reading

8 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ოქტომბერს წმიდა არსენი დიდის, კათალიკოსის ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის, ღირსმოწამე პაფნოტი მეგვიპტელის და მისთან 546 მოწამეთა ხსენების დღეს და ღირსი სერგის, რადონეჟელი იღუმენის მიცვალებას აღნიშნავს. წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში. როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი […]

Continue Reading

„სხდომები შეიძლება ერთ კვირაშიც დაიწყოს“ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის განხილვა შესაძლოა ერთ კვირაშიც დაიწყოს. მისი თქმით, კანონით განსაზღვრული 9 თვიანი ვადა მაქსიმალური ვადაა, მინიმალური ვადა კი დადგენილი არ არის და პროცესი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაეცნობიან მოსამართლეები სარჩელს. როინიშვილის განცხადებით, საქმეზე გადაწყვეტილებას […]

Continue Reading

“პოლიციელებმა სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და 50 წუთი მაწამებდნენ“ – სერგი ყანჩელი

მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. აქტივისტი სერგი ყანჩელი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩელის განცხადებით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. “გამარჯობა მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე […]

Continue Reading

პატიმარ დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ საის ადვოკატს ციხიდან არ უშვებდნენ, ვიდრე ჩანაწერები, რომელიც გააკეთა, თავადვე არ დახია

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში შეხვედრისას მან დავითაძის მიერ სავარაუდო გაუპატიურებისა და წამების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ჩაინიშნა, თუმცა დაწესებულების დატოვებისას თანამშრომლებმა ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს. ქათამაძის განცხადებით, მიზეზი არ განუმარტავთ და ეუბნებოდნენ, რომ „სულ რომ ცა ჩამოიქცეს“, ჩანაწერებს ციხიდან ვერ გაიტანდა. […]

Continue Reading

ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომელზეც კენჭისყრაც მოგვიანებით გაიმართება. ევროპარლამენტის რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს” უკავშირდება, კერძოდ: “ვინაიდან, საქართველოში ვითარება […]

Continue Reading

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026). მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი […]

Continue Reading

ჯანმო რუსეთში პნევმონიული ჭირის შესახებ ინფორმაციის შემდეგ მეორე შემთხვევით დაინტერესდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის პნევმონიული ჭირის შესაძლო მეორე შემთხვევას იძიებს. ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, პლატფორმა X-ზე განაცხადა. საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, ჯანმო-ს მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირკუტსკის რეგიონში ბოლო დროს ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რუსული მხარის მტკიცებით, ჩაატარა ეპიდემიოლოგიური გამოძიება, გაატარა […]

Continue Reading

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“. დაახლოებით 2.44 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“, დანიელმა მოქანდაკემ იენს გალშიოტმა შექმნა და მთლიანად ოქროს ფურცლებითაა დაფარული, იუწყება The Independent. ტრამპი გამოსახულია ერთ ხელში გოლფის ჯოხი და დედამიწის ფორმის ბურთი, ხოლო მეორეში სასწორი უჭირავს. ის გაცილებით დაბალი მამაკაცის მხრებზეა გამოსახული. ქანდაკების კიდევ ერთი სახელწოდებაა „უსამართლობის მეფე“. […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში, არსად ბრუნდება, უკვე პოლიტიკაშია

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს საქართველოს და მმართველ გუნდს. „ბიძინა […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკური სურვილი, ჩვენი […]

Continue Reading

ლარის კურსი 8 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9115 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9263 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

რუსეთი ზემო ლარსზე სომხური კონიაკით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებს

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს ერევნის ღვინის, არყისა და კონიაკის ქარხნის, „არარატის“ ბრენდის კონიაკით დატვირთული სატვირთო ავტომობილები, დაახლოებით, ერთი თვეა, დგანან. საუბარია, დაახლოებით, ორ ათეულ სატვირთო მანქანაზე. ამის შესახებ მძღოლებმა shamshyan.com-ს განუცხადეს. მათი ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მათ საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯეს და ამჟამად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. NEWS.am-ს „არარატის“ ქარხნის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონიაკის […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილი – საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ – იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს, – ასე ეხმაურება […]

Continue Reading

ინციდენტი თვითმფრინავში – მგზავრმა 9000 მეტრის სიმაღლეზე Boeing 787-ის კარის გაღება სცადა

ბოგოტა-ფრანკფურტის ავია რეისის მგზავრმა 9000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ფრენის დროს Boeing 787-ის კარის გაღება სცადა. RMF24-ის ცნობით, 33 წლის მამაკაცი მოულოდნელად კარს მიუახლოვდა და კარის დაეჯაჯგურა. ეკიპაჟის  მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა ამის კეთება, ის კარის გაღებას მაინც ცდილობდა. ეკიპაჟმა და ორმა მგზავრმა მისი შეჩერება მოახერხეს. საჭირო გახდა მამაკაცის ფრენის დასრულებამდე შეკავება. ამ დროისთის სხვა დეტალების შესახებ […]

Continue Reading

თბილისში შესაძლოა ე.წ. Yellow box-ები დაინერგოს

თბილისში გზაჯვარედინებზე იგეგმება ე.წ. Yellow box-ების, საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაავალა. Yellow box-ი გზაჯვარედინის მონიშნული ზონაა, რომელშიც ავტომობილმა არ უნდა შეაღწიოს, თუ წინ გასასვლელი თავისუფალი არ არის და არსებობს რისკი, რომ მანქანა გზაჯვარედინზე გაჩერდება და სხვა მიმართულებით მოძრაობას გადაკეტავს. […]

Continue Reading

ხატია დეკანოიძე: „დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს სანქციები დაუწესდეთ“

მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებსა და მორიგი რეზოლუციის […]

Continue Reading

ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს

არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება“. „ჩვენ ჩვენი […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში რეგულარის ფასი 4 ლარს გადასცდა – რა ღირს საწვავი დღეს

საწვავი კვლავ გაძვირდა. 2 დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, რეგულარის ღირებულებაც 4 ლარს გადასცდა და 4.02 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი – 4.62 ლარია, ხოლო პრემიუმის – 4.29 ლარი. აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ […]

Continue Reading

რკინიგზაში 1100 ადამიანის ოპტიმიზაციამ 25 მილიონი ლარი დაზოგა – ირაკლი კობახიძემ რკინიგზაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდე სხდომაზე საქართველოს რკინიგზის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია“. მანვე აღნიშნა, რომ განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია – 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა. „ეს თანხები მთლიანად იქნება […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი. „2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი კომპანია და ავია მიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ჯამურად, 8.5 […]

Continue Reading

რუსეთში შავ ჭირთად დაკავშირებით “ლელო” ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს – “დაუყოვნებლივ ჩააბაროს მოსახლეობას ანგარიში – იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით!”

გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს, ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო – საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე […]

Continue Reading

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პატიმარი ამბობს, რომ გეგუთის ციხეში პირი ამოიკერეს – “მიზეზი დირექტორის მხრიდან ტერორია”

ქუთაისელი პატიმარი ლევან გულუა გეგუთის მე-14 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას მასზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს – პატიმარი „ინფო იმერეთს“ დაუკავშირდა და თავისი პრობლემების გასაჯაროება სთხოვა. როგორც ლევან გულუა ამბობს, გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი მას პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას და თანამშრომლობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი შეურაცხყოფას აყენებდნენ. გეგუთის ციხის ბინადარი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტეს რაინში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°. ბათუმი:ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის […]

Continue Reading

7 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს პირველმოწამე თეკლას, მოციქულთა სწორის, ღირსი კოპრეს და წმიდისა ვლადისლავ სერბის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება […]

Continue Reading

“გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები” – სალომე სიმონია კრიხის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია კრიხის მთავარანგელოზის სახელობის X-XI საუკუნის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები. მის ფეისბუქ-პოსტში წერს: “° კრიხის ეკლესიაში იატაკზე მიმოფანტული კედლის ქვისა და კედლის მხატვრობის ნაწილები. ° გელათის გადახურვაში აღმოჩენილი ნაგავი და დაობებული ფრესკები. ° დანგრეული ზღუდერის ეკლესია. ° პატიმრების მდგომარეობა […]

Continue Reading

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა

„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადასცა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიის მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 2026 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, […]

Continue Reading

სამმა ქვეყანამ გაამკაცრა რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი “შავი ჭირის” სავარაუდო შემთხვევების გამო

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა გაამკაცრეს სანიტარული კონტროლი რუსეთთან საზღვრებზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ შესახებ, რომელმაც იმსხვერპლა 28 წლის ლაბორატორიის ტექნიკოსი ირკუტსკის რეგიონში ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში. ამის შესახებ სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. „ყაზახეთში სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მიღებულია პრევენციული ზომები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სანიტარული და საკარანტინო კონტროლი ხორციელდება“, – განაცხადა […]

Continue Reading

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, ასევე, ყოფილი ჟურნალისტი. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა – […]

Continue Reading

7 ოქტომბრის ვალუტის კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9263 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9169 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ჰერჩინსკი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს

ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მასწავლებლის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. ელიჩის განცხადებითვე, მას მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება აქვს, რადგან მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ. SANGU აჩვენებს, რომ […]

Continue Reading

შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემთხვევაში, აშშ მზად არის რუსეთს დაეხმაროს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, ირკუტსკში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემდეგ რუსეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთიდან ფილტვისმიერი ჭირის გავრცელების რისკთან დაკავშირებით ტრამპი ამბობს, რომ თეთრი სახლი მეტად ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენას. “მას პნევმონიას უწოდებენ. იცით, წლების წინ პნევმონიის მკურნალობა უფრო ადვილი იყო. მიკრობები და ბაქტერიები გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ,“ […]

Continue Reading

ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს – როდის დაიწყება შემოდგომის თბილი დღეები?

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ცალკეულ რაიონებში კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რუსეთიდან საქართველოში შემოღწევის ალბათობა მცირეა

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ […]

Continue Reading

რუსეთთან პრემიერის ყოფილი სპეცწარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატო-ში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში; […]

Continue Reading

ვის გაეზრდება ხელფასი იანვრიდან – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდი 395 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1 735 ლარი გახდება. [შედარებისთვის, 2026 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო – 1 600 […]

Continue Reading

15 წლის სკოლის მოსწავლე დანით თავს დაესხა მოსწავლე გოგონებს

სტამბოლის ბაშაკშეჰირის რაიონში, 15 წლის გოგონა შეიხ შამილ იმამ ჰატიპის სკოლის ტერიტორიაზე დანით თავდასხმა სხვა მოსწავლეებს – იტყობინება თურქული მედია. თავდამსხმელი, სხვა სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, შენობაში შესულ გოგონებს დაესხა თავს. დაცვის თანამშრომელმა სწრაფად გჰააუვნებელყვეს თავდამსხმელი, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. დაშავებულთა რიცხვი ზუსტდება: სტამბოლის ადმინისტრაცია იუწყება, რომ ხუთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო რაიონის მერი […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ბორია, მოდი აქ – პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის

ბორია მოდი აქ! – პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ წერილში აცხადებს. მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს ბრაზილიასთან და მის დაკავებულ პრეზიდენტთან ბოლსონაროსთნ, რომლის ვაჟიც დღეს ბრაზილიაში იყრის კენჭს და სააკაშვილის თქმით, […]

Continue Reading

107 ადამიანი ქვეყნიდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 107 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის ზოგოერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13°, დღისით +20°; სოხუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

6 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა – პეტრეს და ანტონინეს. მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. მათ ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე

საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. უწყების […]

Continue Reading

ფინანსთა მინისტრის მოადგილე პენსიების 20 ლარიან ზრდაზე: “20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა”

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა შეკითხვას, რამდენად სამართლიანია, როდესაც პენსია 20 ლარით იზრდება და დეპუტატის ხელფასი 1000 ლარით. მისი თქმით, როგორც პენსია, ისე ხელფასი არსებული კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი. „სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს. თუმცა, ჩვენ დღეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დავიწყეთ. პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია […]

Continue Reading

მეუფე გიორგი – “ოჯახი და საზოგადოება ითხოვს ძალიან მარტივ რამეს გასაჯაროვდეს სრული ვიდეოჩანაწერი, ხმის თანხლებით, თავიდან ბოლომდე”

წმინდა სინოდის წევრი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი ციხეებში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ითხოვს, რომ “ნუ დააფარებენ ხელს სავარაუდო საზარელი დანაშაულის ჩამდენთ”. “2012 წლამდე ბევრ მეგობარს საკუთარი ხელით დავუხუჭე თვალები , წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლებს. ამიტომ განსაკუთრებით კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებაზე მაღლა დგება სისტემის დაცვა და სიმართლის […]

Continue Reading

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა – მედია

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა, – ინფორმაციას ამის შესახებ ამავე ციხის პატიმარი საბა სხვიტარიძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, “მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს – მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ […]

Continue Reading