მედია – სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს

სომხეთმა და აშშ-მა „ტრამპის გზის“ პროექტის ჩარჩო შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) შესახებ, რომლის პარაფირებაც მაისში, ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიტისას შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა დოკუმენტზე ხელმოწერისას ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის […]

Continue Reading

პრემიერი მედიას – რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო?

რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც ამერიკელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის მარკო რუბიოსთვის დასმულ შეკითხვას ეხებოდა. კობახიძის თქმით, ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც უნდა. „ამერიკული ადმინისტრაცია თავად […]

Continue Reading

როდის დათბება საქართველოში – არის თუ არა მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა

ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დათბეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა (30 გრადუსი და მეტი) მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი განმარტებით, ატლანტიკის ოკეანეში ძალიან მძლავრი პროცესები განვითარდა – არქტიკული ცივი ჰაერის მასები სინუსოიდურად ანუ ტალღებივით მოძრაობდა – ეს ჰაერის მასები ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე დაეშვა […]

Continue Reading

იმედია, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას – ცნობილია, რას ელოდება ამერიკა საქართველოსგან

იმედია, საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა. კერძოდ, რუბიოს პასუხი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას მოყვა, რომელიც ასე ჟღერდა: “პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური […]

Continue Reading

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რუსეთის ქალაქებიდან რეისები მატულობს

მინერალნიე ვოდიდან პირველი რეისი ოკუპირებული სოხუმის ვლადისლავ არძინბას აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, საავიაციო ტრადიციისამებრ, თვითმფრინავს საფრენ ბილიკზე წყლის თაღი დახვდა. “ფრენებს RusLine Airlines ახორციელებს და რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. სოხუმი – მინერალნიე ვოდი: ▫️ოთხშაბათი – გამგზავრება 15:25 საათზე, ჩამოსვლა 16:15 საათზე▫️შაბათი – გამგზავრება 11:15 საათზე, […]

Continue Reading

გაიაფებას რატომ ელოდებოდით, არ ვიცი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სურსათზე ფასების ზრდის ფონზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ პროდუქტების გაძვირება, მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯებისა და საწვავის ფასის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ “ტვპირველი” იუწყება. მისი თქმით, ფასების შემცირებას მოკლე ვადაში არავინ უნდა ელოდოს, თუმცა მთავრობა და პარლამენტი შესაბამის მიმართულებებზე მუშაობენ, ხოლო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ეროვნული ბანკი კვლავ გამოიყენებს. “გაიაფებას […]

Continue Reading

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება – ტრამპი

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოდკასტ Pod Force One-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი ამას დათანხმდნენ. შეუძლიათ, რომ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც დათანხმდნენ“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ირანი დიდებული წარმატებაა. ვნახოთ, რა მოხდება. შეთანხმებაზე ვმუშაობთ და თუ გამოვა, ეს […]

Continue Reading

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა განსხვავდება წინა ადმინისტრაციის მიდგომისგან, ეს გვაიმედებს – ირაკლი კობახიძე

ძალიან კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. „2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს […]

Continue Reading

ხვალიდან დოლარი 2.6653 ლარი ეღირება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6653 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6653 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6660 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0960 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1043 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ველოდებით ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, საერთაშიროს საპოლიციო გზით მის დაკავებას – ნათელაშვილი ამერიკას მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ნათელაშვილის თქმით, ვაშინგტონის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შემრიგებლურ ტონს შეიცავს, რაც, მისი შეფასებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არ შეესაბამება. ნათელაშვილი ტრამპის ადმინისტრაციას „MEGOBARI აქტის“ მიღების, ივანიშვილისა და მისი გუნდის […]

Continue Reading