ნიკა გვარამია – პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!

დღის სიახლეები პოლიტიკა

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ყველაზე ცუდი დღე. არავინ და არაფერი არ მახსენდება ამ დღეს. ჩემთვის მას არც სიმბოლო ჰყავს, არც გმირი, არც ანტიგმირი. საშინელი, ცარიელი, შავი დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არ ველოდები, სხვებთან ერთად ვცდილობ მოვაახლოო თეთრი დღე, რომელიც ყველაფერს ხელახლა დაიწყებს – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს შეუერთდნენ მსვლელობას, “პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა!”.

“დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ყველაზე ცუდი დღე. არავინ და არაფერი არ მახსენდება ამ დღეს. ჩემთვის მას არც სიმბოლო ჰყავს, არც გმირი, არც ანტიგმირი. უამრავი გმირი, სიმბოლო, ტრაგედია, ბევრზე ბევრი ანტიგმირი სხვა დღეებზე ნაწილდება – მანამდეც და მერეც – მაგრამ არა ამ დღეზე. ამ დღეს არავინ არ ჰყავს, საშინელი, ცარიელი, შავი დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არა და, ბევრისთვის ჯოჯოხეთი ამ დღეს დაიწყო: ჭუბერის, დევნილობის სიმწარის, მოლოდინის უიმედობის. მაგრამ ეს მაინც ყველაზე უარესი დღეა. ეს მაინც ბოლო დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არ ველოდები, სხვებთან ერთად ვცდილობ მოვაახლოო თეთრი დღე, რომელიც ყველაფერს ხელახლა დაიწყებს. ისევ იმ ზღვას, ისევ იმ სახლს, ისევ იმ სუნს, ისევ იმ სიმყუდროვეს დამიბრუნებს. დაგვიბრუნებს ყველას. არ მახსოვს, ამ დღეს როდის გავედი ბოლოს სახლიდან. დღეს გავდივარ, რათა ზუსტად ის ვთქვა, რომ ერთად დავდგებით და თეთრი დღეც დადგება. დღე, როცა ყველაფერი ხელახლა დაიწყება: ისევ ის ზღვა, ისევ ის სახლი, ისევ ის სუნი, ისევ ის სიმყუდროვე. დღეს, 27 სექტემბერს, 7 საათზე, მსვლელობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე. პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია! ყველა, ვინც გვაშორებს თეთრ დღეს, ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მის ფურცლებზე შავი ასოებით ჩასაწერად! ერთად, გმირების მემორიალთან, 7 საათზე!”, – წერს ნიკა გვარამია.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *