შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა არის ყოველთვის პასუხი თავდასხმებზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, როდესაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

პაპუაშვილის თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება, იმისთვის, რომ კომფორტულ “კაფსულში” და კრიტიკისგან დაცული იყოს, ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, რომ თავს არ დაესხან ქართველ ხალხს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის კრიტიკა ყოველთვის თავდასხმების საპასუხოა.

„ჩვენ არავის არ ვესხმით თავს. 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული. არავის ვესხმით თავს ერთი, მეორე, ჩვენი კრიტიკა არის ყოველთვის პასუხი თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე და მესამე, ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამის უფლებას ჩვენ ვერავინ ჩამოგვართმევს, ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება, იმისთვის, რომ კომფორტულ კაფსულაში იყოს და კრიტიკისგან დაცული იყოს, რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა, რომ თავს არ დაესხან ქართველ ხალხს”, -განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *