„გლოვოს” კურიერზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 3 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში 3 პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა 3 პირი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – […]

Continue Reading

9 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 9 აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის, ღირსი ანთისა იღუმენიას, მოციქულთა სწორთა: კლიმენტის, ოხრიდელი ეპისკოპოსის, ნაუმის, საბას, გორაზდის და ანგელარის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალი დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, , ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი […]

Continue Reading

,,წვიმა, სეტყვა, ელჭექი…“ – ამინდი უარესდება

9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს […]

Continue Reading

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს. დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც დამატებით გააჩნია დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. კაივანპური კომპანიების მრავალეროვან […]

Continue Reading

“ვაპირებდი 112-ში დარეკვას, რამდენიმემ გაქცევა სცადა. ერთმა ტელეფონი წამართვა. ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ” – საბურთალოზე ნაცემი კურიერი

ვრცელდება ნაცემი კურიერის პირველი კომენტარი. ახალგაზრდა ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორებას არასრულწლოვანთა დაჯგუფება ტელეფონით იღებდა.დავით დვალიშვილის თქმით, მას ზურგიდან მიეპარნენ და იმის გამო გაუსწორდნენ, რომ შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ, ტელეფონზე დარეკა. ნაცემი ახალგაზრდის განცხადებით, სავარაუდოდ, მოძალადეები ფიქრობდნენ, რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა. “როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდი, მოვიდნენ ჩვენთან – “პოლიციაში დაგვასმინეო, ჩაგვიშვიო”. როცა წამოვედი დამამცირებელ ტონს მოუმატეს. ამოიღეს […]

Continue Reading

კაპროვანში ზღვამ ჭურვი გამორიყა – ადგილზე სამაშველო და პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული

კაპროვანის სანაპიროზე ზღვამ ჭურვი გამორიყა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო და პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებიც. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ ჭურვი რუსული წარმოშობის არის. როგორ მოხვდა ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეს ახლა მთავარი კითხვაა, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. “ტვ პირველი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე – სააკაშვილი ბარამიძეზე

გიორგიმ[ბარამიძე] რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან, რომელთაც უთავმოყვარეობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. აღნიშნულით ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე სააკაშვილი წერს, მას არასდროს სმენია […]

Continue Reading

ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები – ირაკლი კობახიძე

“ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა. მისი თქმით, რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. „ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. იყო სამი სხვადასხვა […]

Continue Reading

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით,  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს – საპატრიარქო

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი […]

Continue Reading

2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება

ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს. „დღეს, სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი შესრულდა. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის […]

Continue Reading

8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როცა შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა – 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი – კობახიძე

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა. კობახიძის თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ იმ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +30, +35°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +28, +33°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის […]

Continue Reading

8 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 აგვისტოს მღვდელმოწამე ერმოლაოსის, ერმიპეს და ერმოკრატეს – ნიკომიდიელ ხუცესთა, ასევე მოწამეთა პარასკევას ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამენი ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე – ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და […]

Continue Reading

რა ისმის სახლში დაყენებული მოსასმენი მოწყობილობის ჩანაწერში, სადაც ნია იმნაძე მამას ესაუბრება?

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა ფარული ჩანაწერები, სადაც ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული და სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ. პროკურორის განმარტებით, ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ეუბნება ვალერი იმნაძე შვილს, რომ ბრალდებულს “ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა”.  ქეთევან სონიძის თქმით, […]

Continue Reading

ჯერ კიდევ ძიებაში ვარ აღმოვაჩინო ისეთი ადგილი, სადაც მთლიანად გადავეშვები შემოქმედებაში… ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი ფესვები, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას – ქართველი მუსიკოსი ლევან ბარამიძე

“პრესექსპრესი” რუბრიკით “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ” განაგრძობს თავისი მკითხველისთვის იმ ქართველების გაცნობას, რომლებიც უცხოეთში სახელოვნად ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად ევროპაში მცხოვრები მოსიკოსი – მომღერალი, კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი, ხელოვანი ლევან ბარამიძეა. გთავაზობთ მის ინტერვიუ-მონოლოგს. ის თავად საუბრობს განვლილ გზაზე და წარმატებებზე ყოველგვარი ჩვენი დამატებითი კითხვების გარეშე: – მე ვარ ლევან ბარამიძე, პროფესიონალი მომღერალი, სიმღერების […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხებათ ადვოკატებს, ისინი დაკავებული არასრულწლოვანების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ. […]

Continue Reading

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, რის შედეგადაც პროდუქციის ნაწილი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

32 წლის ქალი, რომელიც მდინარე  ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს და მდინარიდან ამოასვენეს, ხოლო დედის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი […]

Continue Reading

„კალმის ერთი მოსმით“ ტრამპი შვეიცარიას ელიტური სტატუსის ჩამორთმევით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შვეიცარიასთან აშშ-ის 39 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა კალმის ერთი მოსმით შეუძლია, შვეიცარიული საქონლის, მათ შორის საათების იმპორტის დაბლოკვით. მან განაცხადა, რომ ამ თანხების გარეშე შვეიცარია სწრაფად დაკარგავს „ელიტური ქვეყნის“ სტატუსს და სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ამერიკელმა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში დაბალი საპროცენტო განაკვეთები […]

Continue Reading

მოღალატე რუსქოცებო, საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე, თქვენი დევნის არ მეშინია- ბარამიძე

მოღალატე რუსქოცებო, საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო არც თქვენი ბინძური პროპაგანდის!, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე იმ ფაქტს, რომ გენერალურმა პროკურატურამ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, სამშობლოს, ღმერთისა და სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი იყო […]

Continue Reading

„ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა” – კალაძე

საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული. 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთანაა დაკავშირებული, განპირობებულია „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღალატეობრივი პოლიტიკით“, დღეს კი ომის დაწყება ბრალდება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს. „ზოგადად, […]

Continue Reading

გენერალურმა პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “ერთიანი […]

Continue Reading

ტაილანდში, მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა

ბანგკოკის ჩრდილოეთით, ნონთაბურის პროვინციაში, მოსწავლემ სკოლის კამპუსში ცეცხლი გახსნა. შვიდი ადამიანი დაიღუპა: სამი მასწავლებელი, სამი მოსწავლე და თავდამსხმელი, რომელმაც თავი მოიკლა. დაშავდა 15 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები და პოლიცია მუშაობენ. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. მათი თქმით, ბარამიძის სიტყვები შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯერ იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ, საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ […]

Continue Reading

ბუენოს-აირესში უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის წინააღმდეგ პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა – მთავრობამ პოზიცია დათმო

არგენტინის დედაქალაქში, კონგრესის შენობის წინ ათასობით ადამიანის მიერ გამართული საპროტესტო აქცია ძალადობრივად გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დააკავეს სულ მცირე 10 ადამიანი, დაშავდა სამი პოლიციელი და ორი ჟურნალისტი. ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილების ფონზე, მთავრობამ კანონპროექტიდან ამოიღო საკამათო დებულება, რომელიც არგენტინაში მიწის უცხოელების საკუთრების ლიმიტს […]

Continue Reading

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს […]

Continue Reading

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა – ამერიკის საელჩო

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, – ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. ”დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 32°;ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

7 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 აგვისტოს მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედის, ასევე წმიდათა დედათა: ოლიმპიადა დიაკონისასი და ევპრაქსია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედისა ნეტარი ანა, მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ-ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში მოხვდა – ტვ პირველი

 ირაკლი  ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ექსპრემიერმა ერთი ღამე “კავკასიის მედიცინის ცენტრში” გაატარა. მსჯავრდებულის ​კლინიკაში გადაყვანის შესახებ პირველებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ექს პრემიერს გეგმური კვლევები ჩაუტარდა. “პირველების“ ინფორმაციით, ღარიბაშვილს პრობლემა თირკმელებზე ჰქონდა. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ნია იმნაძემ მის მეგობრებს უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს – პროკურატურა

ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გამოძიების თანახმად, ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძემ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით იმგზავრა

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა – თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა. პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება. „დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 7 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0264 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0260 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

დენის გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან – სააკაშვილი დენის გათიშვაზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვებს ეხმაურება. მისი თქმით, გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ბიძინა ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან. “გუშინ დენის გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან. როგორც კი ტემპერატურა იმატებს, მაინინგის ფერმა ავარიულად ითიშება და თიშავს დენსაც.გარდა იმისა, რომ გაზრდილი ტარიფი თავის ბიტკოინებს აფინანსებს და ამ […]

Continue Reading

2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება – კობახიძე

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი სამარცხვინო სპეკულაციებია, მათ შორის კონკრეტულად მკვლელობასთან დაკავშირებით. „ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის ე.წ. ჟურნალისტები, ე.წ. NGO-ები, თუ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა […]

Continue Reading

ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს – მარტო სასეირნოდ, შოპინგზე და ასე შემდეგ – საქართველოში ეგ პრობლემა არ არის! საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ! – “ქართული ოცნების” დეპუტატი

ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს – მარტო სასეირნოდ, შოპინგზე და ასე შემდეგ – საქართველოში ეგ პრობლემა არ არის! საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ! – ეს არის “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადება, რომელიც მედიასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, საქართველოში ტურისტები ჩამოდიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ […]

Continue Reading

რუსთაველზე რეაბილიტაციის დროს გზა ჩავარდა და სატვირთო ამოტრიალდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე დღეა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გზა ჩავარდა და სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ამატრიალდა.  ინფორმაციას და კადრებს inradio.tv ინრადიო ავრცელებს.  როგორც ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ყვება, სატვირთოს კაბინაში მძღოლთან ერთად ბავშვი იმყოფებოდა. ის ადგილზე დასაქმებულებმა უვნებლად გადმოყვანეს. დაზიანებები არ აღნიშნება მძოლსაც.  რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია  23 ივლისიდან დაიწყო. სამუსაიოების გამო,  რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე […]

Continue Reading

ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და ნიკა მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს. ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. მელიას […]

Continue Reading

„მეტასთან“ თანამშრომლობდა პროკურატურა, სახლში იყო ფარული მოსასმენი აპარატურა, რა მასალებიც ექსპერტიზისთვის იყო გადაცემული – ეკა კუპატაძე ნია იმნაძის დაკავებაზე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძემ „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში ისაუბრა ნია იმნაძის დაკავებაზე და განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალები არ აქვს და არ იცის კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები გახდა ნია იმნაძის დაკავების საფუძველი. „საქმის მასალები ჯერჯერობით გადმოცემული არ მაქვს. თუმცა, მთელმა საქართველომ იცის, რომ მე აქტიურად ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან გამოძიების განმავლობაში და ვიცოდი, რომ ტელეფონიდან გარკვეული […]

Continue Reading

“რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ” – “ქართული ოცნების” ყოფილი მინისტრისა და დეპუტატის კითხვები და ეჭვები

თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, უფრო მეტი ეჭვი გააჩინა – ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები, ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი წერს. კახიშვილის შეფასებით, ის რაც ქვეყნის ენერგოსისტემაში ხდება, მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის. […]

Continue Reading

იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – რუსეთში საქართველოდან 46,4 მილიონი დოლარის მინერალური წყალი შევიდა – “საქსტატი”

2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა საქართველოდან მინერალური წყლის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე – 46,4 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსეთში საქართველოდან 46,4 მილიონი დოლარის ღირებულების მინერალური წყალი შევიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შესყიდვების მოცულობამ 41,8 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია […]

Continue Reading

საქართველოში მიმავალ მოქალაქეებს ბაქოში მატარებლით დაბრუნება უჭირთ – მედია

საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება Oxu.Az-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე საჩივრები შევიდა. მოქალაქეებმა განაცხადა, რომ ასობით აზერბაიჯანელს უჭირს საქართველოდან ბაქოში დაბრუნება. მათი თქმით, მატარებლის ბილეთები გაყიდულია. ამ მიზეზით, ისინი ასევე დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში. სიტუაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რკინიგზამ (AR) განაცხადა, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, საქართველოდან აზერბაიჯანში […]

Continue Reading

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ

აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მგზავრობის შემცირება, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი. „ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის […]

Continue Reading

ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა – რატომ არ მიუღიათ მოქალაქეებს შეტყობინებები და რას ამბობს ენერგოომბუდსმენი

ენერგოომბუდსმენის, ნინო გულეიშვილის განმარტებით, წესების მიხედვით ავარიის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინებები უნდა გაეგზავნოთ. ნინო გულეიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მოკვლევას დაიწყებენ. “ენგურჰესს თავისი სამუშაო პროცესი აქვს, მაგრამ ჩვენი წესების მიხედვით, ავარია თუ ხდება, უკვე მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინებები უნდა ჰქონდეთ გაგზავნილი. სატესტო კვლევა ყველა შემთხვევაში არ იწვევს ხოლმე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას. მოსალოდნელი ერთია, მაგრამ ყველა შემთხვევაში […]

Continue Reading

წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება – “ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია”- რას წერს გიგა ავალიანის დედა

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა უტარდება”. ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ. მანამდე, ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის […]

Continue Reading

6 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 აგვისტოს ღირსი ილარიონ თუალელის, მოწამე ქრისტინეს, კეთილმორწმუნე მთავართა: ბორისისა და გლების, ნათლისღებით რომანოზისა და დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ილარიონ თუალელი ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა. ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი […]

Continue Reading