„მეტასთან“ თანამშრომლობდა პროკურატურა, სახლში იყო ფარული მოსასმენი აპარატურა, რა მასალებიც ექსპერტიზისთვის იყო გადაცემული – ეკა კუპატაძე ნია იმნაძის დაკავებაზე

დღის სიახლეები სამართალი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძემ „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში ისაუბრა ნია იმნაძის დაკავებაზე და განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალები არ აქვს და არ იცის კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები გახდა ნია იმნაძის დაკავების საფუძველი.

„საქმის მასალები ჯერჯერობით გადმოცემული არ მაქვს. თუმცა, მთელმა საქართველომ იცის, რომ მე აქტიურად ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან გამოძიების განმავლობაში და ვიცოდი, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაციები აღდგა. „მეტასთან“ თანამშრომლობდა პროკურატურა, სახლში იყო ფარული მოსასმენი აპარატურა, რა მასალებიც ექსპერტიზისთვის იყო გადაცემული. ნია იმნაძის ტელეფონიდან საკმაოდ ბევრი მასალაა აღდგენილი. მაგრამ სავარაუდოდ, ახალი მტკიცებულებებიც გაჩნდა, რაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ზუსტად რა ფორმით, როგორ არის და რა მტკიცებულებაა, მე ჯერ ეს ხელთ არ მაქვს“, – განაცხადა ეკა კუპატაძე.

პრაიმტაიმი

.გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *