რუსთაველზე რეაბილიტაციის დროს გზა ჩავარდა და სატვირთო ამოტრიალდა

დღის სიახლეები საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე დღეა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გზა ჩავარდა და სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ამატრიალდა. 

ინფორმაციას და კადრებს inradio.tv ინრადიო ავრცელებს. 

როგორც ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ყვება, სატვირთოს კაბინაში მძღოლთან ერთად ბავშვი იმყოფებოდა. ის ადგილზე დასაქმებულებმა უვნებლად გადმოყვანეს. დაზიანებები არ აღნიშნება მძოლსაც. 

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია  23 ივლისიდან დაიწყო. სამუსაიოების გამო,  რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

.გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *