დენის გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან – სააკაშვილი დენის გათიშვაზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვებს ეხმაურება.

მისი თქმით, გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ბიძინა ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან.

“გუშინ დენის გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან. როგორც კი ტემპერატურა იმატებს, მაინინგის ფერმა ავარიულად ითიშება და თიშავს დენსაც.
გარდა იმისა, რომ გაზრდილი ტარიფი თავის ბიტკოინებს აფინანსებს და ამ ბიტკოინებს მეტი ელექტროენერგია ხმარდება, ვიდრე ქალაქ თბილისს, მისმა სიხარბემ ეს ფერმა პირდაპირ ენგურის გვირაბებში დააყენებინა, რაც ტექნიკურად დაუშვებელია და შესაბამისად ვიღებთ დენის გათიშვას” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *