საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული. 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთანაა დაკავშირებული, განპირობებულია „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღალატეობრივი პოლიტიკით“, დღეს კი ომის დაწყება ბრალდება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს.
„ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. სისხლიანი რეჟიმის ყველა ქმედება იყო გარედან თავსმოხვეული. სამწუხაროდ, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, მტრული საქმიანობა დღესაც გრძელდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
.გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
