მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა ფარული ჩანაწერები, სადაც ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული და სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.
პროკურორის განმარტებით, ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ეუბნება ვალერი იმნაძე შვილს, რომ ბრალდებულს “ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა”.
ქეთევან სონიძის თქმით, ჩანაწერში ნია იმნაძე მამას პასუხობს, რომ “სხვანაირად ვერ მოიქცეოდა” – “ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა”.
ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ. თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.
საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა,” – განაცხადა ქეთევან სონიძემ.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს პატიმრობა შეეფარდათ. ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
