ენერგოომბუდსმენის, ნინო გულეიშვილის განმარტებით, წესების მიხედვით ავარიის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინებები უნდა გაეგზავნოთ.
ნინო გულეიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მოკვლევას დაიწყებენ.
“ენგურჰესს თავისი სამუშაო პროცესი აქვს, მაგრამ ჩვენი წესების მიხედვით, ავარია თუ ხდება, უკვე მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინებები უნდა ჰქონდეთ გაგზავნილი.
სატესტო კვლევა ყველა შემთხვევაში არ იწვევს ხოლმე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას. მოსალოდნელი ერთია, მაგრამ ყველა შემთხვევაში არ იწვევს. აი ეს უკვე არ ვიცი [მოქალაქეებს არც წყვეტის შემდეგ მიუღიათ შეტყობინებები, რამდენ ხანში აღდგებოდა ელექტროენერგიის მიწოდება], ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთებთ ახლა მოკვლევას იმიტომ, რომ წინა წყვეტები როცა იყო, მე რაც ვნახე გაგზავნილი იყო შეტყობინებები, მაგრამ ახლა ამ წყვეტასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გავგზავნო კომპანიებთან, ასე ვთქვათ, შეკითხვა – გაიგზავნა თუ არა ასეთი შეტყობინებები და ამასაც თავისი წესი აქვს, ვთქვათ ამ ამბიდან რამდენ ხანში უნდა გააგზავნონ, როგორ უნდა გააგზავნონ და ა.შ.. ამას გავაკეთებთ, ამაზე მოკვლევას,” – განაცხადა ნინო გულეიშვილმა.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი ისევ გაითიშა. სემეკ-ის წევრი ამტკიცებს, რომ შუქის გათიშვა ტესტირებას უკავშირდება.
.გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
