გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

დღის სიახლეები სამართალი

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

რაც შეეხებათ ადვოკატებს, ისინი დაკავებული არასრულწლოვანების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ.

ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა.

.გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *