ბენ აფლეკმა 1 მილიონი დოლარი მოიგო შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“

ჰოლივუდის მსახიობმა ბენ აფლეკმა Jeopardy!-ს ჩემპიონ ჯეიმი დინგთან ერთად მოიგო 1 მილიონი დოლარის პრიზი შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“. ყველა მოგება მსახიობის საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღმოსავლეთ კონგოს ინიციატივას გადაეცემა. ფინალურ რაუნდში დუეტს რთული კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტების მიერ შეწყალებული ინდაურების სახელებთან დაკავშირებით. ტელეწამყვან ჯიმი კიმელის მინიშნებებისა და რჩევების გამოყენებით, აფლეკმა გარისკა და სწორი პასუხი გასცა. საინტერესოა, […]

Continue Reading

უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის, ქუვეითის, ნიგერიის, ბელარუსის, კუბის, კოტ დივუარის, მადაგასკარის, ალბანეთის, უზბეკეთის, ლიბანის, მაროკოს, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერ-კავკასიის ჩრდილოეთიდან მომქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ბათუმი: […]

Continue Reading

30 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივლისს დიდმოწამე მარინეს იხსენიებს და ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს. წმიდა დიდმოწამე მარინე წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი. ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში […]

Continue Reading

იმოქმედეთ მეგობრებო, რათა მეგობარი აქტი შემოდგომამდე იქნეს მიღებული – ლეიბორისტული პარტია სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს მიმართავს

იმოქმედეთ მეგობრებო, რათა მეგობარი აქტი შემოდგომამდე იქნეს მიღებული. ამის შესახებ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მთავარი პოლიტიკური კომიტეტის ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობის ლიდერის ჯონ თუნისადმი წერილშია ნათქვამი, რომელსაც თავის ფეისბუქ გვერდზე პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აქვეყნებს. “პრესექსპრესი” წერილს უცვლელად გთავაზობთ: “ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს ბატონ Leader John Thune ასლი ინფორმაციისათვის – ამერიკის შეერთებული […]

Continue Reading

მსოფლიოში საუკეთესო კერძები გამოვლინდა – რეიტინგში ორი ქართული კერძია

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა – ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს. Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა. კერძოდ, 2025-26 […]

Continue Reading

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი კუპრაძე

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მამუკა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობის შექმნას ეხმაურება და ამბობს, რომ “ათას სამსახურზე გადამხტარ და ნაყალბევ გენერალ მაიორს ე.წ პრემიერი, უკვე მეორე სახელმწიფო თანამდებობას არგებს”.  სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში ირაკლი კუპრაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია”.  “სუსიდან” გამოაგდეს, ძალოვნების კოორდინატორობიდან გამოაგდეს, სქროლვა-სქრინვის სამსახურიდან გამოაგდეს და ამ […]

Continue Reading

ეს კაცი ხაშლამასავით ჩამოტარებით არის – მიხვდი შე დალოცვილო, რომ არ არის შენი ადგილი – შარაშიძე მდინარაძეზე

ეს კაცი [მამუკა მდინარაძე] ხაშლამასავით ჩამოტარებით არის – მიხვდი შე დალოცვილო, რომ არ არის შენი ადგილი , – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნისა და ამ პოზიციაზე მამუკა მდინარაძის წარდგენის გადაწყვეტილებას. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შექმნილი მაკოორდინირებელი სტრუქტურა, რომელსაც […]

Continue Reading

იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს… გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო – დაუღალავად ვიბრძოლებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს . შესაბამისი განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა […]

Continue Reading

მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა გამოვიდა, რომელიც პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში – რა არჩევნებზე ვსაუბრობთ?! – სააკაშვილი

უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ, მე ვარ. საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას…ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისი ფუნქცია არ არის ხელისუფლებაში მოსვლა, მისი ფუნქციაა, ხელისუფლებაში მოიყვანოს ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. „უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც […]

Continue Reading